ხობელი ფეხბურთელის მონაწილეობით, გოგონათა ნაკრები, ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება
10:38 / 28.01.2020
საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევრო 2020-ისთვის მზადება
დაიწყო. ნაკრების
შემადგენლობაშია ახობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ კოლხეთის"
ქალთა გუნდის წევრი, ანა წულაია.
ნაკრებმა მზადების პროცესში, აზერბაიჯანის 19-წლამდელთა ნაკრებთან პირველი ამხანაგური მატჩი უკვე გამართა და მინიმალური სხვაობით, 1:0 დასრულდა.

19-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს. საქართველოს ქალთა ნაკრები კონტინენტის პირველობაზე ისტორიაში პირველად იასპარეზებს.
შეჯიბრი 21 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. საუკეთესოს ტიტულისთვის ევროპის რვა ნაკრები იბრძოლებს.