სპორტი
ევროპის პრიზიორი გოგოები ზუგდიდიდან [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
თათია, თამარი და ელენე, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის პრიზიორები არიან. სამი ზუგდიდელი გოგოს სპორტული ამბავი ერთმანეთს ძალიან ჰგავს. კრივიც დღეს მათი ცხოვრების მთავარი გატაცებაა, და შესაძლოა მომავალი პროფესიაც. ვარჯიშით დაწყებული სიყვარული, ახლა ჰობზე მეტია. ამიტომაც არ იზარებენ ზამთარში, თითქმის ყოველ დღე, გაყინულ დარბაზში სიარულს, საღამოს რვა საათზე, როცა უკვე ბნელა, და ცივა.

ხელოვნურად მოწყობილ რინგზე ცდიან საკუთარ ძალას, მწვრთნელის გაშლილ ხელს ახვედრებენ მუშტს და ერთმანეთის მიყოლებით ამსხვრევენ ქართულ საზოგადოებაში ღრმად გამჯდარ სტერეოტიპებს. კიდევ, საკუთარ თავს და გარშემომყოფებს უმტკიცებენ, რომ დიახაც, კრივი მათი საქმეა.

თათია ბუკია

თათია 14 წლისაა. სულ რაღაც წელიწად-ნახევრის წინ შეუდგა ვარჯიშს და ამ მოკლე დროში უკვე ათი მედალი აქვს. მათ შორის ყველაზე მთავარი - ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული ვერცხლი. ეს შარშან იყო, როცა ჯერ ირლანდიელ და უკრაინელ მოწინააღმდეგეებს სძლია, ფინალში კი ინგლისელ მოკრივესთან დამარცხდა.

"ჩემი კრივზე სიარული მამაჩემს უკავშირდება. მამა კომისარი მყავდა და სულ მინდოდა მისი პროფესიის ვყოფილიყავი. მიმებაძა მისთვის. ამიტომ, ვარჩიე ვყოფილიყავი ვაჟკაცურ სპორტში და გადავწყვიტე კრივზე შესვლა", - იხსენებს თათია "ლაივპრესთან".

მისი ეს გადაწყვეტილება ოჯახს თავიდან ცოტა გაუკვირდა, მაგრამ როცა განუცხადა, პროფესიად სწორედ კრივი სჭირდებოდა, წინააღმდეგობის გარეშე შეეგუენ. იმის გამო, რომ მოკრივეა, ცუდი დამოკიდებულება, ან მიუღებლობა, არც გარშემომყოფებისგან უგვრძნია. აქაც მცირედი გაკვირვება და ყველაფერი ამით ამოიწურა.

პირველი წარმატება და ოქრო მალევე მოიპოვა. ეს იყო სენაკში გამართულ შეჯიბრზე. მას შემდეგ, კიდევ ცხრა მედალი დაიმსახურა საქართველოს, თუ საერთაშორისო ჩემპიონატებზე. მათგან მხოლოდ ერთია ვერცხლის. დანარჩენი ოქროა.

"ჩემთვის კრივი არის ყველაფერი. ერთგვარ სიმშვიდესაც მანიჭებს. ეს არის ჩემი მომავალი პროფესიაც. ვფიქრობ, რომ ჩემი თავი უკვე აქ ვიპოვე", - ამბობს თათია.

უყვარს მარიო პიუზო და თავისუფალ დროს წიგნების კითხვა. თუმცა ამის ფუფუნება ხშირად არ აქვს. სკოლა, ვარჯიში, შეჯიბრებებისთვის მზადება - ასეთია მოკრივის ყოველდღიურობა.

ფიქრობს, რომ კრივი გოგონების სპორტიც არის, თუმცა მის გარშემო ყველა ამ აზრს არ ეთანხმება.

თამარ სამელია

თათიას მსგავსად, კრივს რომ ბოლომდე გაჰყვება, ზუსტად იცის 14 წლის თამარ სამელიამ. ჩემთვის ყველაფერიაო - მთელს ემოციას ერთ ამოსუნთქვაში ატევს. სიტყვაძვირია, მაგრამ ამბობს მთავარს - სურს ბოლომდე დაიხარჯოს. იმდენად უყვარს, თავისუფალ დროსაც კრივი მინდებაო, მორცხვად აღიარებს.

რვა თვის წინ, სპორტდარბაზში პირველად დედამ მოიყვანა. სთხოვა, ერთხელაც იქნებ პატარა ძმის ვარჯიშისთვის შეევლო თვალი. ბევრჯერ დაეზარა, თუმცა ბოლოს ხათრი ვერ გაუტეხა. სწორედ იმ დღიდან დაიწყო კრივით აღფრთოვანებაც.

"ყველას, მაგრამ განსაკუთრებით ბებიას არ უნდოდა, რომ კრივზე მევლო, იმიტომ, რომ ფიქრობდნენ, ეს არ იყო ქალის საქმე. მაგრამ, როცა მერე ნახეს ძალიან მინდოდა, მიმიშვეს", - გვიყვება თამარი.

არჩევანი მეგობრებმა მაშინვე მოუწონეს. თითქოს თავიდან იყო გაკვირვების მსგავსი - გოგო კრივის კონტექსტში, მაგრამ დღეს ეს "უხერხულობები" აღარ არსებობს და მისი წარმატებებიც გულით ახარებთ.

ფიქრობს, რომ ეს სპორტი ახლა მისთვის ჰობზე მეტია და ცხოვრების მთავარ პროფესიადაც გაიხდის.

პირველი გამარჯვება ზუგდიდში, საერთაშორისო ტურნირზე მოიპოვა. შარშან კი ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალოსანიც გახდა. მაშინ ვარჯიში სულ რაღაც სამი თვის დაწყებული ჰქონდა და რინგზეც მწირი გამოცდილებით იბრძოდა.

თამარისთვის სპორტს სქესი და გენდერი არ აქვს. ყველა სახეობაში, სადაც ბიჭები არიან ჩართული, გოგოებსაც ვხედავო და ამიტომ.

მას უკვე სამი მედალი აქვს. ორი ოქროს, ერთი კი ბრინჯაოს სინჯის.

ელენე თოდუა

ელენეს ისტორიაც თათიას და თამარის მსგავსია. მისი ძმა ბავშვობიდან კრივზე დადის და ოჯახშიც სპორტის ეს სახეობა განსაკუთრებულად მოსწონთ. საერთო განწყობამ მასზე იმოქმედა და ერთი წლის წინ ვარჯიშის დაწყება გადაწყვიტა. მას შემდეგ კრივი, ჩემი ცხოვრების მეორე ნაწილი გახდაო. ახალი მეგობრები, თავგადასავლები, ახალი გარემო - დიდი ცვლილებებით შემოვიდა სპორტი მოზარდი გოგოს ყოველდღიურობაში.

14 წლისა უკვე ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი და საქართველოს ჩემპიონია.

"სპორტი ჩემს ოჯახში ძალიან უყვართ. ამიტომ, მათგან წინააღმდეგობა არ მქონია. კი ამბობენ ზოგჯერ ჩემს გარშემო, რომ კრივი არ არის ქალის საქმე, თუმცა ასე არ არის. მე არ ვაქცევ ასეთ რაღაცებს ყურადღებას", - გვიხსნის ელენე.

მეგობრებს მის გარემოცვაში ყოფნა მოსწონთ, და ეიმედებათ. ხშირად ეუბნებიან - შენ ჩვენი დაცვა ხარო, რადგან გოგოა, და თან მოკრივე. ცხოვრებაში კრივის ილეთები ერთხელ დასჭირდა კიდეც. გამაბრაზეს და პასუხი გავეციო.

ელენეს მიზანი ვეროპის, მსოფლიო, კიდევ არაერთი საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონობაა. ჯერ მხოლოდ ოთხი მედალი აქვს - სამი ოქრო და ერთიც ბრინჯაო. თუმცა თათიას და თამარისგან განსხვავებით, სპორტი მის ცხოვრებაში მხოლოდ ჰობად დარჩება. მომავალ პროფესიაზე ჯერ კიდევ ფიქრობს. მანამდე კი მოკრივე კუმირ ქალებს - შელდის, ჰამერის უნდა მიბაძოს.

თავისუფალი დრო ძირითადად სათავგადასავლო და კომედიური ჟანრის ფილმების ყურებაში გაჰყავს.

ქალთა კრივი ზუგდიდში

ზუგდიდში ქალთა კრივი უკვე ორია წელია ფუნქციონირებს. დღეს აქ, სპორტკომპლექსის დარბაზში 20 გოგო ვარჯიშობს. ყველაზე პატარა მათ შორის, ექვს წლამდე, დიდი კი 14-15 წლისაა. მათ გაგა თოდუა წვრთნის. მწვრთნელს მტკიცედ სჯერა, რომ კრივი პირველ რიგში სწორედ ქალების საქმეა:

"ეს პატარა გოგოები ხვალ და ზეგ დედები იქნებიან. გოგოები, რომლებიც გადიან ამ წვრთნას, ჯანსაღი სული აქვთ. და როცა ჯანსაღი სულით იქნებიან, მაშინ შვილებიც ტრადიციულად გაიზრდებიან. როგორც ქართველებს შეგვეფერება, ისეთი ახალგაზრდები უნდა გვყავდეს".

დარბაზი, სადაც ვარჯიშობენ, საზიაროა სპორტის სხვა სახეობებისთვისაც. აქ საჭირო პირობები არ აქვთ, თუმცა მოკრივე გოგოებს, კარატისტებს თუ კალათბურთელებს, ეს არ აბრკოლებთ.

მწვრთნელმა პრემიერ გიორგი გახარიასგან და ადგილობრივი ხელისუფლებისგან დაპირება უკვე მიიღო, რომ კრივს ცალკე დარბაზი ექნება.

თებერვალში საქართველოს ჩემპიონატია დაგეგმილი. შემდეგ კი გოგოებს ისევ ევროპა ელოდებათ.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ძალოსანი ნათია გადელია რამდენიმე დღეა რაც საუდის არაბეთიდან
ზუგდიდში,
09:33 / 22.10.2021
ძალოსანი ნათია გადელია რამდენიმე დღეა რაც საუდის არაბეთიდან ზუგდიდში,
ინა ქალდანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, ვინც საქართველოს
ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების ფინალში გავიდა.
12:28 / 29.08.2021
ინა ქალდანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, ვინც საქართველოს ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების ფინალში გავიდა.
ზუგდიდის ქალთა საფეხბურთო გუნდი
11:46 / 04.08.2021
ზუგდიდის ქალთა საფეხბურთო გუნდი "ფენიქსი" საქართველოს
მორაგბე ხვიჩა ჯგერენაიამ
სპორტული კარიერა ხობიდან დაიწყო, თითქმის
არარსებული
19:31 / 29.07.2021
ორაგბე ხვიჩა ჯგერენაიამ სპორტული კარიერა ხობიდან დაიწყო, თითქმის არარსებული
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.