სპორტი
ფოთის კოლხეთმა 13 ფეხბურთელი დაიმატა
ფოთის საფეხბურთო კლუბ "კოლხეთი 1913-ს" ახალწვეულები ჰყავს. გუნდმა 12 ფეხბურთელი დაიმატა. კლუბის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეს სპორტსმენები არიან - თბილისის ლოკომოტივიდან ლაშა გვალია, საბურთალოდან გიორგი ნაფიშვილი, ცხინვალიდან ნიკოლოზ გაბელაია, სენაკის ეგრისიდან ლაშა გოგონაია, სამტრედიიდან აკაკი ნინუა, გიორგი თურმანიძე, ვალერი ოლხოვი, სამგურალიდან ბექა კაკუშაძე, ქედის ბეთლემიდან გიორგი კახიანი, სკ გორიდან გიორგი ტყეშელაშვილი, ბახმაროდან გიორგი კაშია და გურიადან ლაშა კოტრიკაძე.

ამასთან, კლუბის ხელმძღვანელობა შეუთანხმდა დავით მეგრელიშვილს და ის 2020 -ის სეზონს კოლხეთი 1913-ში ითამაშებს. ბოლო რამდენიმე სეზონის განმავლობაში იგი საჩხერის ჩიხურას ფეხბურთელი იყო.