სპორტი
აზერბაიჯანის ქალთა ნაკრების მარტვილელი ფეხბურთელის ბრძოლა სტერეოტიპებთან [ფოტო]
FaceBook Twitter
E-mail Print
17 წლის მარიამ გოროზია მარტვილის სოფელ დიდიჭყონიდანაა. ის აზერბაიჯანის 19 წლამდელთა ნაკრების და ხობის "კოლხეთის" წევრია. როდის ექცა ჰობი პროფესიად და როგორ მოხვდა უცხო ქვეყნის ნაკრებში, ფეხბურთელი გოგო "ლაივპრესს" უყვება.

ლაივპრესი: როგორ აღმოჩნდი აზერბაიჯანის 19 წლამდელთა ნაკრებში?

მარიამ გოროზია: ივლისში გამომიძახეს პირველად. ჩემი ორი ზუგდიდელი მეგობარი თამაშობდა აზერბაიჯანში და მათ ვთხოვე, თუკი იყო შესაძლებელი, მეც გამოვეძახეთ ნაკრებში. ისინი დაელაპარაკნენ მწვრთნელს და ჩავედი. იყო შესარჩევი ტური, რომელიც ერთ კვირას გაგრძელდა. კარგად გავართვი თავი ყველაფერს, ძალიან მოვეწონეთ და დამტოვეს.

ლაივპრესი: რატომ აზერბაიჯანის და არა საქართველოს ნაკრები?

მარიამ გოროზია: საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრების წევრი ვიყავი. მაგრამ ისე არ არის საქართველოში ფეხბურთი განვითარებული. მარტვილიდან ვარ და იმდენ ფულს არ გაძლევდნენ, რომ მარტვილიდან თბილისში ჩავსულიყავი. ვარჯიშის მხრივაც დიდი არაფერი..

ლაივპრესი: ფიქრობ, რომ აზერბაიჯანი ქალთა ფეხბურთის მხრივ საქართველოზე წინ არის?

მარიამ გოროზია: დიახ. საქართველოსთან შედარებით კი და სხვა ევროპული ქვეყნები რა თქმა უნდა, აზერბაიჯანზე უკეთესია:

ლაივპრესი: რითი გამოარჩევდი, თამაშის ტექნიკით, სისწრაფე?

მარიამ გოროზია: ნებისმიერი რამით გამოვარჩევდი..თავიდან მარტოს მომიწია ჩასვლამ. არც ენა ვიცოდი აზერბაიჯანული. უბრალოდ ინგლისური ვიცი ჩემს დონეზე. არანაირი შიში არ მქონია, რომ რაღაცას თავს ვერ გავართმევდი. პირიქით, რადგან ჩემი მიზნისთვის ვიყავი ჩასული, ყველაფერს გავაკეთებდი ამისთვის. იქ მძღოლი მხვდებოდა ჩვეულებრივ და მივყავდი ბაზაზე. კარგად შემხვდნენ მწვრთნელიც, ბავშვებიც. თამაშის ტექნიკაც განსხვავებული აქვთ, ვარჯიშებიც.

ლაივპრესი: ხარ ხობის "კოლხეთის" წევრიც..

მარიამ გოროზია: დიახ. ხობში თავდამსხმელი ვარ. აზერბაიჯანში კი ნახევარმცველის პოზიციაზე ვთამაშობ. ხობის გუნდში მესამე წელია რაც ვარ. მანამდე მარტვილის გუნდში ვიყავი. ქვეყნის ეროვნულ ჩემპიონატში არ მონაწილეობდა. იყო სოფლებს შორის შეჯიბრებები და იქ ვთამაშობდი. დღეს ეს გუნდი უკვე დაშლილია. შემდეგ ვიყავი ჩხოროწყუს "სამეგრელოს" გუნდშიც. მერე ხობის "კოლხეთის" მწვრთნელს მოვეწონე და უკეთესი პირობები შემომთავაზეს.

ლაივპრესი: აზერბაიჯანში რა სიხშირით გიწევს ჩასვლა?

მარიამ გოროზია: ივლისიდან უკვე ოთხჯერ ვიყავი. წელიწადში 5-6 ჯერ მომიწევს. გააჩნია, როგორ იქნება ჩემპიონატი. ახლახანს საქართველოსთან ჰქონდათ აზერბაიჯანელებს თამაში. ერთი თამაში მოვიგეთ. მე გადავწყვიტე არ მეთამაშა, რადგან საქართველო იყო, ჩემი ყოფილი ნაკრებია, ჩემი ქვეყანა..

ლაივპრესი: მომავალში ალბათ მოგიწევს დაპირისპირება საქართველოს ნაკრებთანაც. ისევ აპირებ თამაშს თავი აარიდო?

მარიამ გოროზია: არა, მომავალში ნამდვილად ვაპირებ თამაშს. უბრალოდ, ახლა ასე გადავწყვიტე.

ლაივპრესი: ფეხბურთის თამაში რატომ და როდის დაიწყე?

მარიამ გოროზია: ცხრა წლიდან ვთამაშობდი, თავდაპირველად სკოლბურთს. მშობლები წინააღმდეგები იყვნენ, რომ კარიერული კუთხით გავყოლოდი ფეხბურთს და მეთამაშა დიდი ფეხბურთი. თავიდან ჩუმად მივდიოდი თამაშებზე. ბიჭებთან ერთად ვთამაშობდი. მერე მარტვილში გაიხსნა გუნდი, სადაც გამომიძახეს. ოჯახში ჯერ უარი მითხრეს, მაგრამ შემდეგ მამაჩემს დაურეკეს უფროსებმა. როცა ნახა ჩემი თამაში, მოეწონა. ახლა მთელი ოჯახი ჩემს გვერდითაა.

ლაივპრესი: ფეხბურთელობა შენი მომავალი პროფესიაა?

მარიამ გოროზია: მეთორმეტე კლასსი ვარ და ვაბარებ ფიზიკური აღზრდის და სპოტის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისში. მწვრთნელობა მინდა. ფეხბურთელობა თავისთავად, რომელ ასაკამდეც მომიწევს, ვითამაშებ.

ლაივპრესი: რას გვეტყოდი სტერეოტიპზე - ქალი და ფეხბურთი? როგორ გაუმკლავდი ამ ყველაფერს, თუ ბრძოლა დღესაც გიწევს?

მარიამ გოროზია: თავდაპირველად რა თქმა უნდა, იყო სტერეოტიპი, რომ გოგოს რა უნდა ფეხბურთში, ეს ბიჭების საქმეა. თუმცა დავძლიე. ზოგჯერ თავსაც ვარიდებდი იმის თქმას, რომ ფეხბურთელი ვიყავი, რადგან დაიწყებდნენ - ქალი სამზარეულოში, ქალს სტადიონზე არაფერი ესაქმება. დღეს უკვე ყველა მხარს მიჭერს ჩემი სანაცნობოდან.

ლაივპრესი: რა არის ეს სპორტი?

მარიამ გოროზია: ჩემთვის ფეხბურთი არის ყველაფერი. ამის გარეშე სიცოცხლე არ წარმომიდგენია.

ლაივპრესი: თავისუფალ დროს რას აკეთებ?

მარიამ გოროზია. უმეტეს დროს სტადიონზე ვატარებ. სახლში როცა ვარ, ბურთით ვარ. მგობრებთან ერთად როცა ვარ, თუნდაც ფეხბურთთან შეხება არ ჰქონდეთ, მაინც ამ თემაზე ჩამოვარდება საუბარი. სულ ფეხბურთი და ფეხბურთი.

ლაივპრესი: ახლა რა ეტაპზე ხარ, ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადები?

მარიამ გოროზია: ამ ეტაპზე ხობში ვვარჯიშობ. ახლა მეცადინეობებზეც მიწევს სიარული, რადგან წელს ვაბარებ. მწვრთნელიც და მასწავლებლებიც ხელს მიწყობენ, რომ ჩემპიონატში წინ წავიწიოთ. ვითამაშო შეძლებისდაგვარად.

"ლაივპრესი": ხედავ საქართველოში ქალთა ფეხბურთის განვითარების პერსპექტივას?

მარიამ გოროზია: რა თქმა უნდა ვხედავ. ქალთა ჩემპიონატს კიდევ ოთხი გუნდი ემატება, რაც საქართველოსთვის ბევრია. უფრო უკეთესი ვარჯიშები იქნება, დააფინანსებს გუნდებს ფედერაცია და წინ წავიწევთ.

ლაივპრესი: რას ურჩევდი გოგოებს, რომლებსაც უნდათ ფეხბურთელობა, მაგრამ ვერ ეწინააღმდეგებიან სტერეოტიპებს, საზოგადოების, ოჯახის ეშინიათ?

მარიამ გოროზია: ვფიქრონ, ყველამ საკუთარ მიზანს უნდა მიაღწიოს. მშობლები არ უნდა იყვნენ იმის წინააღმდეგნი, რაც ბავშვს უნდა, ის აკეთოს. შიშები უნდა დაძლიონ და აიხდინონ საკუთარი სურვილი და ოცნებები.

ლაივპრესი: აზერბაიჯანში გხვდება სტერეოტიპები ამ დოზით, უფრო მეტია თუ ნაკლები?

მარიამ გოროზია: შეიძლება იყოს რამდენიმე პირი, ვინც ასტერეოტიპებს ფეხბურთელ გოგოებს, მაგრამ საზღვარგარეთ იმდენად არ არის, აზერბაიჯანში ნაკლებად. საქართველოში მეტად, რადგან აქ უფრო გვიან გავრცელდა ქალთა ფეხბურთი.

ლაივპრესი: რატომ მოგინდა, რომ ფეხბურთი გეთამაშა და არა მაგალითად კალათბურთი, კარატე? არ იყო მაშინ სხვა გასართობი?ბავშვობიდან ამას თამაშობდით და აქედან მოდის ეს სიყვარული?

მარიამ გოროზია: ჩვენთანაც ბევრი რამ იყო გასართობი, უბრალოდ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ შემიძლია. ასე ვთქვათ, ფეხბურთმა თავად ამირჩია.

ლაივპრესი: რჩები აზერბაიჯანის ნაკრებში, თუ სხვა გეგმები გაქვს?

მარიამ გოროზია: სხვა უკეთესს ნაკრებს თუ მოვეწონები და გაუჩნდებათ სურვილი ჩემი მათთან თამაშის, რა თქმა უნდა იქით წავალ, სადაც უკეთესობა იქნება. სხვა ევროპის ქვეყანამ რომ შემომთავაზოს, გადავალ.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ძალოსანი ნათია გადელია რამდენიმე დღეა რაც საუდის არაბეთიდან
ზუგდიდში,
09:33 / 22.10.2021
ძალოსანი ნათია გადელია რამდენიმე დღეა რაც საუდის არაბეთიდან ზუგდიდში,
ინა ქალდანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, ვინც საქართველოს
ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების ფინალში გავიდა.
12:28 / 29.08.2021
ინა ქალდანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, ვინც საქართველოს ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების ფინალში გავიდა.
ზუგდიდის ქალთა საფეხბურთო გუნდი
11:46 / 04.08.2021
ზუგდიდის ქალთა საფეხბურთო გუნდი "ფენიქსი" საქართველოს
მორაგბე ხვიჩა ჯგერენაიამ
სპორტული კარიერა ხობიდან დაიწყო, თითქმის
არარსებული
19:31 / 29.07.2021
ორაგბე ხვიჩა ჯგერენაიამ სპორტული კარიერა ხობიდან დაიწყო, თითქმის არარსებული
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.