სპორტი
დავით ქირია მადრიდში ესპანელ კიკბოქსიორს შეებრძოლება
ზუგდიდელი კიკბოქსიორი, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი დავით ქირია მადრიდში გასამართი ბრძოლისთვის ემზადება. სპორტსმენი "ტიტანების ბრძოლის" ეგიდით, "მადრიდ არენაზე" ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნეანეშ ნენეს დაუპირისპირდება.

კიკბოქსიორმა ექვს კვირიანი მზადება საქართველოში, მწვრთნელ ბაჩუკი ფარცვანიასთან გაიარა. "ლაივპრესთან" საუბარში ამბობს, რომ მოწინააღმდეგე საკმაოდ გამოცდილია, რომელმაც კარიერის განმავლობაში 50 ბრძოლა მოიგო.

"ბრძოლაზე შეიძლება ყველაფერი მოხდეს, მაგრამ ყველაფერი გავაკეთე მზადებაზე, რათა ეს სპორტსმენი დავამარცხო და წელი დავიწყო გამარჯვებით", - გვითხრა დავით ქირიამ.

მისივე შეფასებით, დიდი შანსი აქვს და მადრიდში სწორედ გამარჯვებისთვის ჩავა. გამარჯვება კი, როგორც აღნიშნა, ნებისმიერი სპორტსმენის რეიტინგისთვის მნიშვნელოვანია.

"ამ ბრძოლის შემდეგ, შეიძლება ამ ორგანიზაციის ქამარზეც ვიბრძოლო", - განმარტა კიკბოქსიორმა.

დავით ქირიამ მსოფლიოს სამგზის ჩემპიონის ტიტული შარშან, თებერვალში მოიპოვა.