სპორტი
სპორტსმენები სამეგრელოდან გადადებული ტურნირების მოლოდინში [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ახალი კორონავირუსის მიზეზით, მსოფლიო მასშტაბით ყველა სპორტული ღონისძიება გაუქმდა. შეწყდა მიმდინარე ჩემპიონატები ფეხბურთში, კალათბურთში, სხვა სახეობებში. არავინ იცის, როდის შესუსტდება პანდემია და ფედერაციები შეჯიბრებების განახლების რეკომენდაციებს გასცემენ.

გაურკვევლობაში არიან სამეგრელოში მცხოვრები სპორტსმენებიც. თუმცა ამბობენ, რომ მთელი ეს პერიოდი სახლებში ვარჯიშობდნენ და ფორმის შენარჩუნება მეტ-ნაკლებად შეძლეს.

ზუგდიდელი კიკბოქსიორი, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი დავით ქირია მეოთხე წრეზე წასვლას გეგმავს. ახლა ის კორონავირუსის ჩაცხრომის მოლოდინშია და როგორც კი შესაძლებლობა მიეცემა, ჩემპიონის ქამრისთვის ბრძოლას შეუდგება.

სპორტსმენი "ლაივპრესს" უყვება, რომ ჩინეთში ჯერ კიდევ 31 დეკემბერს გამართული ტურნირი სავარაუდოდ კოვიდ-19-ის გამო გაუქმდა. ქამარი უნდა დაეცვა, მაგრამ ამას როდის მოახერხებს, ჯერ არ იცის. მართალია შეჯიბრის გაუქმების საბაბად ორგანიზატორებს კორონავირუსი არ დაუსახელებიათ, თუმცა ეჭვს ის გარემოება უმყარებს, რომ მსგავს ტურნირებზე უარს ასე იოლად არავინ ამბობს.

14 მარტს, მადრიდში დაგეგმილი შეჯიბრის გადადების ოფიციალური მიზეზი კი სწორედ ვირუსი გახდა. ესპანეთში 9 მარტს უნდა გაფრენილიყო, თუმცა საღამოს შეატყობინეს, რომ გაუქმდა.

უკვე სამი თვეა სახლში ვარჯიშობს. სპორტსმენის თქმით, მართალია სერიოზული შეჯიბრებისთვის შეუძლებელია ასეთ პირობებში მომზადება, მაგრამ ფორმა და ტონუსის შენარჩუნება მაინც შეძლო. მეტიც, კამპანია წამოიწყო და ონლაინ ვარჯიშში ფეისბუკ მეგობრები და გამომწერებიც აიყოლია. საინტერესო და სახალისო იყოო, გვითხრა.

"ბევრი ახლობელი, მეგობარი თუ გულშემატკივარი ამყვა. იყო დღეები, როცა 200-300 გამომწერი უყურებდა, მაგრამ რამდენი ვარჯიშობდა ვერ გეტყვით. იყო 50-60-მდეც. შემდეგ ყველას ვთავაზობდი სელფის გადაღებას. მიგზავნიდნენ ფოტოებს და ვაქვეყნებდი", - ამბობს დავით ქირია.

სპორტსმენმა ახალი კონტრაქტი გააფორმა კიკბოქსინგის ერთ-ერთ ძლიერ ორგანიზაციასთან - one championship, რომლის ეგიდითაც მომავალში ბრძოლებს გამართავს. მანამდე კი, ვარაუდობს, უახლოეს დღეებში დარბაზში ვარჯიშის ნებასაც დართავენ.

დავით ქირიას თქმით, ამ 2-3 თვის განმავლობაში ბევრი არც არაფერი დაუკარგავს. მეტიც, ფიქრობს, რომ უკეთესიც იყო ცოტა დასვენება და მსუბუქი ვარჯიშები, განსაკუთრებული დატვირთვის გარეშე.

"ვაპირებ მეოთხე რეზე წასვლას. ამას ემსახურება ჩემი ახალი, ორწლიანი კონტრაქტი. ეს ჩემთვის ძალიან დიდი მოტივაციაა, რომ კიდევ ერთხელ მივაღწიო იმ მიზანს, რაც დავსახე. ნებისმიერ გამოწვევას ვუყურებ, როგორც პირველს და განზოგადება - პირველი მეორე მესამე, თუ მეოთხე, ჩემთვის არ არსებობს. ის ყოველთვის პირველია, როცა დასახულია მიზანი", - გვითხრა სპორტსმენმა.

როდის განახლდება კარატეში დაგეგმილი საკვალიფიკაციო შეჯიბრებები, არ იცის ზუგდიდელმა საბა მანიამაც, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონმა. ამბობს, რომ გადაიდო საქართველოსა და საზღვარგარეთ დაგეგმილი ტურნირები, რომლებშიც მონაწილეობა უნდა მიეღო. სპორტსმენის ინფორმაციით, მაისში, კვიპროსში უნდა გამართულიყო ახალგაზრდული ლიგა, ივნისში კი ხორვატიაში. ამ ბრძოლების შედეგად სარეიტინგო ქულები უნდა აეღო, რაც რეიტინგში დაწინაურებაში დაეხმარებოდა.

"2021 წელს გადავდივარ იუნიორებიდან სინიორებში. ქულები მჭირდება, რომ მოვხვდე რეიტინგულ შეჯიბრზე, როგორიცაა პრემიერლიგა. ტოპ 50-ში უნდა შევიდე. ეს ყველა ქულა, იუნიორებში რაც გამოვდივარ, მეხმარება", - გვითხრა კარატისტმა.

კიდევ ერთი ახალგაზრდული ლიგა უკვე მექსიკაში, სექტემბერშია დაგეგმილი. საბას იმედი აქვს, რომ შემოდგომაზე გასამართ შეჯიბრში მონაწილეობას შეძლებს, თუკი მსოფლიოში ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, არ გადადებენ. ჯერ ოფიციალური ინფორმაცია ტურნირის გაუქმებაზე არ მიუღიათ. ამას გარდა, შეჯიბრი ელოდება იტალიაში, დეკემბრისთვის. მომავალი წლის თებერვალში კი ევროპის ჩემპიონატი.

კარატისტის თქმით, კორონავირუსის გამო უკვე სამი თვეა სახლის პირობებში უწევს ვარჯიში. ტატამიც შეიძინა და ფორმის შენარჩუნებაში ესეც ეხმარება. ონლაინაც ვარჯიშობენ მწვრთნელის მითითებით.

"ვარჯიში ცოტა მიჭირს, რადგან პარტნიორი არ მყავს. კარატე ასეთი სპორტია, პარტნიორის გარეშე რთულია, თუმცა ვცდილობ ფორმაში ვიყო, სისწრაფე, ტექნიკა არ დავკარგო. დარბაზში დაახლოებით ორ კვირაში უნდა გავიდეთ. ამ პანდემიის დროს, რაც უარყოფითი მქონდა, დადებითით შევცვალე. იგივეს ვურჩევ სხვებს, რომ იმუშაონ საკუთარ თავზე", - გვითხრა საბამ.

სახლის პირობებში, გადადებული შეჯიბრებების მალე განახლების იმედით ვარჯიშობს საქართველოს ჩემპიონი, ზუგდიდელი ძალოსანი ნათია გადელიაც. სპორტსმენი ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატებში გეგმავს მონაწილეობას. აპრილში, მოსკოვში გასამართი უკვე გადაიდო. ემზადებოდნენ, თუმცა პანდემიის მიზეზით, პირდაპირ შეკრებიდან დააბრუნეს სახლებში. 17 წლამდელთა შორის ტურნირი კი ლატვიაში, ოქტომბერში უნდა შედგეს. ჩატარდება თუ არა, ჯერ არ იცის. ძალოსანს იმედი აქვს, რომ წლის ბოლომდე ევროპის ჩემპიონატი ერთ ასაკობრივ კატეგორიაში მაინც მოესწრება.

ამას გარდა, გაურკვეველი ვადით გადაიდო საქართველოს ჩემპიონატი ასაკობრივებში, გიორგი ასანიძის და სხვა ოლიმპიელების სახელობის ტურნირები.

"სახლის პირობებში რა თქმა უნდა რთულია ვარჯიში, მაგრამ ვცდილობთ შევინარჩუნოთ ოპტიმალური ფორმა. ჩვენთვისაც დიდი გამოცდა იყო. თითქმის მარტო მოგვიწია ვარჯიში. დღეში ორ ვარჯიშსაც ვატარებდით. უახლოეს დღეებში ვფიქრობთ დარბაზში გადავინაცვლებთ", - უთხრა ნათიამ "ლაივპრესს".

სპორტსმენს საკუთარი თავის სჯერა, რომ ჩემპიონატების განახლების შემთხვევაში წარმატების მიღწევას შეძლებს. ამბობს, რომ ამისთვის ყველაფერს გააკეთებს. მანამდე კი ფიქრობს, ის ფორმა, რომლითაც სამთვიანი პაუზის შემდეგ დარბაზებში დაბრუნდებიან, დასაწყისისთვის კარგია და ოპტიმისტურიც.

ჯერჯერობით გაურკვეველია როდის ჩატარდება სამბოში საქართველოს ჩემპიონატი, სადაც ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებისთვის გუნდი უნდა ჩამოყალიბდეს. ფოთელი სპორტსმენის, ევროპის სამგზის პრიზიორის, მსოფლიო პრიზიორის და მსოფლიო ჩემპიონის, ჯაბა თურქიას თქმით, შეჯიბრი ქვეყნის პირველობაზე მარტის შუა რიცხვებში იგეგმებოდა, თუმცა პანდემიის გამო გაურკვეველი ვადით გადაიდო. ევროპის ჩემპიონატი ბულგარეთში აპრილში უნდა გამართულიყო. მსოფლიო კი სერბეთში, ოქტომბერში. თუმცა მისი ჩატარებაც შესაძლოა სათუო გახდეს.

19 წლის სამბისტი ამბობს, რომ როცა ფედერაციას ნებას დართავენ, მაშინ დაიწყება ორივე მასშტაბური შეჯიბრისთვის მზადება. მანამდე სახლში, ან ფოთში, ზღვის სანაპიროსთან დამოუკიდებლად ვარჯიშობს. ახლა მთავარია ფორმა შეინარჩუნოს მომავალი შეჯიბრებებისთვის.

"ხუთი ბრძოლა წარმატებით უნდა ჩამეტარებინა, რომ ევროპაზე გავსულიყავი. ვერც ერთის ჩატარება ვერ მოვასწარი. მაგრამ გაჩერებული არ ვარ. სახლში მაქვს სავარჯიშო სივრცე მოწყობილი. მწვრთნელის მითითებით ვვარჯიშობ", - გვითხრა ჯაბა თურქიამ.

ის საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულია და იმაშიც, რომ ქვეყანას კიდევ ერთხელ ასახელებს.

ოლიმიური ლიცენზიების მოსაპოვებლად აუცილებელი ტურნირი გადაედო ხობელ მოკრივე ანა ხუნჯუას. ის პირველი ქართველი გოგოა, რომელმაც შარშან ქვეყანას, 22 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე მედალი მოუტანა.

შეჯიბრი პარიზში მხოლოდ ნაწილობრივ ჩატარდა და პანდემიის გამო მისი დასრულება ვერ მოხერხდა. ამიტომაც, გაუქმდა მაისის შუა რიცხვებში დაგეგმილი მისი ბრძოლებიც.

იგივე ასაკობრივ კატეგორიაშია დაანონსებული იტალიაში, სექტემბერში, ევროპის ჩემპიონატი. მაგრამ მსოფლიოში, კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარების გამო, დღეს რაიმეს პროგნოზირება უჭირს. ყველაფრის მიუხედავად, ვარჯიშს ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობს, რომ ფორმა და ტონუსი შეინარჩუნოს და მომავალ ტურნირებს მომზადებული შეხვდეს.

"აქამდე სახლში ვვარჯიშობდი. ბოლო რამდენიმე დღეა დარბაზში გადავინაცვლე. სახლის პირობებში ფორმის შენარჩუნება რთულია.რაც არ უნდა ეცადო, არ გაქვს ის რესურსები, რაც გჭირდება. დაგვაკლდა ყველაფერი. აისახა ვარჟიშებზეც, მაგრამ ვცდილობდით მაინც, რაღაც გაგვეკეთებინა", - გვითხრა სპორტსმენმა.

რაც შეეხება ფეხბურთს, უმაღლესი ეროვნული ლიგა, ფედერაციის გადაწყვეტილებით 25 ივნისს განახლდება, დანარჩენი ლიგის, მათ შორის ლიგა 2-ის განახლების თარიღი, სადაც "დინამო" ზუგდიდი მონაწილეობს, ცნობილი მოგვიანებით გახდება.

კლუბის ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ პანდემიის პირობებში ფეხბურთელები ინდივიდუალურად ვარჯიშობდნენ. ახლაც ვარჯიშები სტადიონზე 4-4 სპორტსმენით და დისტანციის დაცვით დაიწყება.

ამასთან, კლუბის წევრები, მათ შორის ფეხბურთელებთან ერთად სამწვრთნელო შტაბი და ადმინისტრაცია, თერმოსკრინინგთან ერთად ახალ კორონავირუსზე შემოწმდებიან.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ძალოსანი ნათია გადელია რამდენიმე დღეა რაც საუდის არაბეთიდან
ზუგდიდში,
09:33 / 22.10.2021
ძალოსანი ნათია გადელია რამდენიმე დღეა რაც საუდის არაბეთიდან ზუგდიდში,
ინა ქალდანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, ვინც საქართველოს
ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების ფინალში გავიდა.
12:28 / 29.08.2021
ინა ქალდანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, ვინც საქართველოს ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების ფინალში გავიდა.
ზუგდიდის ქალთა საფეხბურთო გუნდი
11:46 / 04.08.2021
ზუგდიდის ქალთა საფეხბურთო გუნდი "ფენიქსი" საქართველოს
მორაგბე ხვიჩა ჯგერენაიამ
სპორტული კარიერა ხობიდან დაიწყო, თითქმის
არარსებული
19:31 / 29.07.2021
ორაგბე ხვიჩა ჯგერენაიამ სპორტული კარიერა ხობიდან დაიწყო, თითქმის არარსებული
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.