სპორტი
ზუგდიდის „დინამომ“ ვარჯიში განაახლა
პანდემიის პირობებში იძულებით შეწყვეტილი ვარჯიში გაანახლა ზუგდიდის "დინამომ". ფეხბურთელები დღეში ორჯერ ვარჯიშით მოედანს დაუბრუნდნენ. კლუბის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვარჯიშის დაწყებამდე, ფეხბურთელებმა და სამწვრთნელო შტაბის წევრებმა თერმო-სკრინინგი გაიარეს. ამასთან გათვალისწინებულია ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები.

მწვრთნელმა კახა გოგიჩაიშვილმა პირველი ეტაპი ფიზიკურ დატვირთვებს დაუთმო. ფეხბურთელები ვარჯიშს, დილის საათებში, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში იწყებენ. ამის შემდეგ კი "ზედაეწერის" სტადიონზე ინაცვლებენ.

25 ივნისს განახლდება ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატი უმაღლესი ლიგის გუნდებს შორის. ეროვნული ლიგა 2-ის გუნდები კი, სადაც ზუგდიდელი ფეხბურთელები ასპარეზობენ, ოფიციალურ შეხვედრებს მოგვიანებით დაიწყებს.