საჩხერეში გამართულ ტურნირზე ზუგდიდელმა ძალოსნებმა საპრიზო ადგილები დაიკავეს [ფოტო]
საჩხერეში მიმდინარე ოლიმპიური ჩემპიონის, გიორგი
ასანიძის სახელობის ტურნირზე გამარჯვებულებს და პრიზიორებს შორის
ზუგდიდელი ძალოსნებიც არიან.
96 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი გურამ ვეკუამ დაიკავა.
73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ნიკოლოზ ესართიამ გაიმარჯვა. მან რეკორდების დამყარებაც შეძლო. ძალოსანმა ატაცში 8 კილოგრამით, აკვრაში 5, ხოლო ორჭიდის ჯამში 13 კილოგრამით შეძლო რეკორდის გაუმჯობესება შეძლო.
პირველი ადგილის მფლობელი გახდა ნათია გადელიაც 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში. ამას გარდა, მან რეკორდების დამყარებაც შეძლო. ნათია გადელიამ ატაცსა და აკვრაში სარეკორდო ზღვარი თითო კილოგრამით გააუმჯობესა, ხოლო ორჭიდის ჯამში 2 კილოგრამით.
ზუგდიდელმა მათე ჭიჭინაძემ 61 კგწონით კატეგორიაშიც მეორე ადგილი დაიკავა. მეორე ადგილის მფლობელი გახდა 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში გოგა ჯაჯვანი.
45 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი დიმიტრი აბრალავა მესამე ადგილის მფლობელი გახდა.
ტურნირზე გუნდურ ჩათვლაში გამარჯვება თბილისმა მოიპოვა, მეორე ადგილზე კი ზუგდიდის გუნდი გავიდა, მესამე საპრიზო ადგილი კი საჩხერემ მოიპოვა.