სპორტი
ზუგდიდელმა მოჭადრაკემ საქართველოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
თბილისში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე ჭადრაკში, ზუგდიდელმა ნიკოლოზ შამათავამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. "სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრის" სასპორტო საჭადრაკო სკოლა "ნონას" ინფორმაციით, შეჯიბრი 8 და 14 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის ჩატარდა.

ჩემპიონატზე 14 წლამდე ჭაბუკთა შორის, 12 წლის ნიკოლოზ შამათავამ 9 ტურიანი სატურნირო დისტანცია გაიარა და 7 ქულით (5 მოგება და 4 ყაიმი) მესამე ადგილი დაიკავა.

ზუგდიდელი მოჭადრაკე არაერთი შიდა თუ საერთაშორისო შეჯიბრის პრიზიორი და გამარჯვებულია.