სპორტი
ზუგდიდის „დინამომ“ თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ მოუგო
მეცხრე ტურის შეხვედრაში ზუგდიდის "დინამო" თბილისის "ვიტ ჯორჯიას" დაუპირისპირდა. მატჩი განმუხურის სტადიონზე შედგა და მასპინძლების გამარჯვებით, ანგარიშით 5:2 დასრულდა.

ამ გამარჯვებით ზუგდიდელებს 9 ქულა აქვთ და ათგუნდიან ჩემპიონატში მერვე ადგილზე არიან.