ზუგდიდის „დინამომ“ მარტვილის „მერანს“ მოუგო
ეროვნული ლიგა 2-ის მეთერმეტე ტურის შეხვედრაში,
"დინამო" ზუგდიდი მარტვილის "მერანს" დაუპირისპირდა. მატჩი ზუგდიდელი
ფეხბურთელების გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა.
პირველი ტაიმის საწყის წუთებზე, ანგარიში დათა სიჭინავამ გახსნა, თუმცა მალევე ამირან როხვაძემ წონასწორობა აღადგინა. შეხვედრის პირველი ტაიმის დასრულებამდე ლევან წოწონავამ საკუთარი გუნდი დააწინაურა.
მეორე ტაიმში ანგარიში პაპუნა მოსემღვდლიშვილმა გაათანაბრა. გამარჯვების გოლი "დინამოელმა" დათა სიჭინავამ გაიტანა და დუბლი გაიფორმა.
ზუგდიდის "დინამოს" 12 ქულა აქვს და ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა.