„დინამო“ ზუგდიდმა ქობულეთის „შუქურას“ მოუგო
"დინამო" ზუგდიდმა ქობულეთის "შუქურას" უმასპინძლა და მოუგო. პირველი
გოლი შეხვედრის მეხუთე წუთზე სტუმართა
გუნდის ფეხბურთელმა დავით ჯიქიამ გაიტანა. პირველი ნახევრის
დასრულებამდე ათი წუთით ადრე, ზუგდიდელმა დათა სიჭინავამ ანგარიში
გაათანაბრა. მეორე გოლი ლუქმან გილმორემ გაიტანა და მასპინძლები
დააწინაურა. ქობულეთელებმა 71-ე წუთზე წონასწორობა აღადგინეს. გოლი
დიმიტრი ტატანაშვილმა გაიტანა. შეხვედრის ბოლო გოლი "დინამოელ" პაპუნა
მოსემღვდლიშვილის ანგარიშზეა.
შეხვედრა ზუგდიდელების გამარჯვებით, 3:2 დასრულდა.
"დინამო" ზუგდიდს 15 ქულა აქვს და ეროვნული ლიგა 2-ში მეექვსე ადგილზეა.
მომდევნო, მეცამეტე ტურის შეხვედრას ზუგდიდელები ისევ საკუთარ სტადიონზე 19 ოქტომბერს გამართავენ. ისინი წყალტუბოს "სამგურალს" უმასპინძლებენ.