სპორტი
არავის მოუსმინოთ გოგოებო და მიჰყევით ოცნებებს - „ლანჩხუთის“ სენაკელი ფეხბურთელები
FaceBook Twitter
E-mail Print
ფეხბურთი ქალის საქმე არ არის, - არაერთხელ უთქვამთ ქალთა საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის“ ფეხბურთელებისთვის, ნათია წოწერიასა და სოფო ნარსიასთვის. ქალთა კლუბმა კი მათი ჩართულობით მთელს ქვეყანას საპირისპირო დაუმტკიცა - ისინი უეფას ჩემპიონთა ლიგის მეთექვსმეტედფინალში ითამაშებენ. „ლანჩხუთი“ ქართული ფეხბურთის ისტორიაში გახდა პირველი გუნდი, რომელმაც უეფას საკლუბო ტურნირის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზეც მოიგო.

კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე შვედეთის „როზენგარდს“ დაუპირისპირდება. მატჩები 9-10 დეკემბერს და 15-16 დეკემბერსაა დაგეგმილი. პირველ შეხვედრას „ლანჩხუთი“ საკუთარ მოედანზე გამართავს. ფეხბურთელები ახლა გაძლიერებულად ვარჯიშობენ. სურთ გულშემატკივრებს კარგი თამაში უჩვენონ და კიდევ ერთხელ გაახარონ.

ახალი შემართებით და გაორმაგებული ძალებით გადიან მოედანზე სავარჯიშოდ, კლუბის სენაკელი წევრებიც - 19 წლის ნათია წოწერია და 20 წლის სოფო ნარსია. გულშემატკივრების დადებით ემოციები მათ დამატებით მოტივაციას სძენს. ფეხბურთი ორივეს ბავშვობიდან უყვარს. პატარაობისას სახლში ძმების თხოვნით თამაშობდნენ, შემდეგ უკვე მათი კარგი თამაში სკოლის მწვრთნელმა შეამჩნია. გარკვეული პერიოდი სენაკის ქალთა გუნდში ითამაშეს, თუმცა იმის გამო, რომ სენაკის გუნდი ფეხბურთელთა არასაკმარისი რაოდენობის გამო ჩემპიონატებში ვერ იღებდა მონაწილეობას, „ლანჩხუთში“ გადავიდნენ.

ნათია და სოფოს მთავარი საქმე და პროფესია ფეხბურთია. თვლიან, რომ ასე იქნება მომავალშიც. მათი მიზანი ქვეყნისთვის წარმატების მოტანა და საზღვარგარეთის კლუბებში თამაშია.

ბვოლო თამაშში, უეფას საკლუბო ტურნირის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, სადაც „ლანჩხუთმა“ რუმინული „ოლიმპია კლუჟი“ 1:0- დაამარცხა, მონაწილეობა კორონავირუსით იფიცირების გამო ვერ მიიღო ნათია წოწერიამ თუმცა მომდევნო თამაშისთვის უკვე ფორმაშია.

ნათია წოწერიას არჩევანს ოჯახი თავდაპირველად ეწინააღმდეგებოდა. განსაკუთრებით ბებია, რადგან თვლიდა, რომ სპორტის ეს სახეობა უფრო მამაკაცებისთვის იყო და გოგოს აღნაგობაზე ცუდად იმოქმედებდა. ნათიასი თავიდანვე სჯეროდა ძმას და ეხმარებოდა. ახლა კი უკვე მთელი ოჯახი გვერდში უდგას. თუმცა დღესაც არიან ნათიას ირგვლივ ადამიანები, რომლებიც მის პროფესიას აკრიტიკებენ, მაგრამ უკვე „დიდი გოგოა“ და მათ ყურადღებას არ აქცევს:

ფოტოზე: სოფო ნარსია და ნათია წოწერია

„არიან ისეთები, რომლებსაც უკვირთ გოგო ფეხბურთში. ზოგიერთი ბიჭი ამბობს - გოგოა და ამან რა უნდა გააკეთოს ფეხბურთშიო. გოგოებიც იძახიან ზოგიერთები - გოგო ხარ და ფეხბურთს რატომ თამაშობო. იცით ამას როგორი გოგოები ამბობენ? - აი „ვითომ სვეცკები“. თავიდან ყურადღებას ვაქცევდი, იმიტომ რომ პატარა ვიყავი და ძალიან ბევრი რამ მქონდა სასწავლი, ახლა სიმართლე გითხრათ, ყურადღებას საერთოდ არ ვაქცევ“.

ნათიამ სენაკის მესამე საჯარო სკოლა ფეხბურთის პარალელურად წარმატებით დაამთავრა და ოქროს მედალიც მოიპოვა. იხსენებს, რომ ერთ-ერთი მასწავლებელი მას დაჟინებით სთხოვდა ფეხბურთის მიტოვებას, რადგან კარგი მოსწავლის პოტენციალს სხვა მიმართულებით ხედავდა:

„მეუბნებოდა სწვლა უკეთ გამოგდისო, მაგრამ ახლა დამირეკა და მითხრა, დიდ წარმატებებს გისურვებ და შევცდი, როცა ასე გელაპარაკებოდიო. მინდა გოგონებს ვუთხრა, რომ არავის უსმინონ. მშობლებს მინდა ვურჩიო, ბავშვებს არასდროს აუკრძალონ იმის კეთება რაც ძალიან უნდათ. გოგოებს ვეტყოდი ასევე, რომ არ დანემდნენ და ყოვეთვის მიაღწიონ იმას რაც სურთ. ბავშვმა თუ მიზანი დაისახა, ყველაფერი კარგად იქნება, ის ყველაფერს შეძლებს“, - გვიყვება ნათია.

მისგან განსხვავებით სოფო ნარსიას შემთხვევაში ოჯახი წინააღმდეგი არ ყოფილა და სპორტში მის წინსვლას თავიდანვე ხელს უწყობდა. თვლის, რომ სწორედ მათი დამსახურებაა ის წარმატება, რაც დღეს აქვს. გარშემომყოფთა ნაწილის ნეგატიურ დამოკიდებულებას უკვე ყურადღებას არ აქცევს. თვლის, რომ ასე მოქცევა აუცილეებელიცაა წინსვლისთვის:

„ირგვლივ ბევრი ფიქროს, რომ ეს არ არის ქალის საქმე, მაგრამ უკვე აღარ ვაქცევ ყურადღებას. გოგოებს ვურჩევ - არავის უსმინოთ და მიჰყევით თქვენს ოცნებებს, იშრომეთ ამისთის და ეს აუცილებლად დაგიფასდებათ. არანაირად არ არის ქალისთვის ფეხბურთი ცუდი - პირიქით ეს ცხოვრების ჯანსაღი წესია, სულ ფორმაში იქნები“

სოფო ამბობს, რომ ყველა ნეგატიურ განწყობებზე მაღლა დგას გულშემატკივრების გულწრფელი ემოცია და მათი სიხარული. მისთვის და კლუბის დანარჩენი წევრებისთვის ახლა მთავარი სწორედ გულშემატკივართა იმედების გამართლებაა:

ფოტოზე: სოფო ნარსია (თეთრი მაისურით)

„ისეთი ძლიერი გუნდები იყვნენ, რომ მოგებას არ ველოდი. როცა თამაში დასრულდა და მსაჯის სასტვენი გაისმა, ეს სიხარული იყო უსაზღვრო. სიტყვები არ მყოფნის, რომ გადმოგცეთ. ვერ ვიჯერებდი, რომ გავიმარჯვეთ. ვფიქრობდი - ეს მართლა მოხდა თუ სიზმარში ვარ. ერთი კვირა დამჭირდა, რომ გამეაზრებინა - ჩვენ მართლა მოვიგეთ.

შემდეგ უკვე საოცარი ემოცია იყო, გულშემატკივრების დახვედრა. წვიმიანი ამინდის მიუხდავად რომ გარეთ დაგვხდნენ. იმდენი იყვნენ, გზა არ ჩანდა. აი ძალიან დიდი სიხარული მივიღე იმ მომენტში. რა თქმა უნდა ეს დამატებით მოტივაციას გაძლევს. სანამ მოედანზე გავიდოდით, მაშინაც მქონდა ეს მოტივაცია, რომ ჩვენს უკან საქართველო იყო, ჩვენი ოჯახები იყო, ჩვენი გულშემატკივრები იყვნენ და ზუსტად ამათ გამო ჩავდეთ მთელი ენერგია ამ თამაშში და სასურველი შედეგიც დავდეთ“, - გვიყვება სოფო, რომელიც ფეხბურთელის კარიერის შემდეგ მწვრთნელობას გეგმავს.

ნათია წოწერია კი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საჯარო თვითმმართელობას ეუფლება, თუმცა გეგმავს სხვა ფაკულტეტზე ჩაბარებას, ფეხბურთის პარალელურად აგრონომია იტაცებს და სწავლის გაგრძელებასაც ამ მიმართულებით გეგმავს.

ეს ყველაფერი მომავალში. მანამდე კი ფეხბურთელების მთავარი ამოცანა დეკემბერში დაგეგმილი თამაშებში წარმატებაა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ძალოსანი ნათია გადელია რამდენიმე დღეა რაც საუდის არაბეთიდან
ზუგდიდში,
09:33 / 22.10.2021
ძალოსანი ნათია გადელია რამდენიმე დღეა რაც საუდის არაბეთიდან ზუგდიდში,
ინა ქალდანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, ვინც საქართველოს
ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების ფინალში გავიდა.
12:28 / 29.08.2021
ინა ქალდანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, ვინც საქართველოს ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების ფინალში გავიდა.
ზუგდიდის ქალთა საფეხბურთო გუნდი
11:46 / 04.08.2021
ზუგდიდის ქალთა საფეხბურთო გუნდი "ფენიქსი" საქართველოს
მორაგბე ხვიჩა ჯგერენაიამ
სპორტული კარიერა ხობიდან დაიწყო, თითქმის
არარსებული
19:31 / 29.07.2021
ორაგბე ხვიჩა ჯგერენაიამ სპორტული კარიერა ხობიდან დაიწყო, თითქმის არარსებული
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.