სპორტი
ზუგდიდის ქალთა საფეხბურთო კლუბმა ამბროლაურის გუნდთან ითამაშა
ზუგდიდში, გაიმართა ქალთა ლიგა 2-ის გათამაშება გაიმართა, სადაც ერთმანეთის შეხვდნენ ზუგდიდის "ფენიქსი" და ამბროლაურის "რაჭა 2020".

თამაში ფრედ 2:2 დამთავრდა.

2021 წლის სეზონიდან, ისტორიაში პირველად საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ქალთა ლიგის მეორე დივიზიონის გათამაშება ტარდება. ქალთა ლიგა 2-ში მონაწილეობას რვა გუნდი იღებს.

ქალთა საფეხბურთო კლუბი "ფენიქსი" სულ 1 თვის წინ ჩამოყალიბდა.

ფეხბურთის მოყვარულმა მეგობრებმა ახალ აბასთუმნელმა საბა ქობალიამ და ბადრი ქადარიამ სხვადასხვა სოფლის და მუნიციპალიტეტების მცხოვრები გოგოებისგან გუნდი ჩამოაყალიბეს.

ქალთა საფეხბურთო კლუბზე ვიდეორეპორტაჟი "ლაივპრესმა" გასულ თვეს მოამზადა.

ფოტო: ლევან გაბეჩავა.