სპორტი
ხობელ მოჭადრაკეს ქალთა მსოფლიოს ჭადრაკის ფედერაციამ ოსტატის წოდება მიანიჭა
ხობის მუნიციპალიტეტის მცხოვრებს, მოჭადრაკე დიანა ლომაიას ქალთა მსოფლიო ჭადრაკის ფედერაციამ (ფიდე) ოსტატის წოდება მიანიჭა.

16 წლის დიანა ლომაია ფოთის საჭადრაკო კლუბ "ნანას" მოსწავლეა. ინფორმაციას სწორედ ეს კლუბი ავრცელებს. დიანა ლომაია არის საქართველოს ჩემპიონი და არაერთი ტურნირის მედალოსანი.

ცოტა ხნის წინ "ნანას" მოსწავლეებმა დიანა ლომაიას ჩართულობით გამარჯვება მოიპოვეს საერთაშორისო გუნდურ ტურნირში "CHAMPIONSHIP LEAGUE". მოჭადრაკეებმა: დიანა ლომაიამ, გოჩა ჩაჩუამ და აკაკი ყალიჩავამ ანგარიშით 3,2 : 2,5 დაამარცხეს ინგლისელთა გუნდი"Broadland Chess Club".