არაფრიდან შევქმენით ყველაფერი - ზუგდიდელი მორაგბე ქალები ეროვნულ ნაკრებში [ვიდეო]
მოზარდებს, რომლებიც ზუგდიდში რაგბის თამაშს გადაწყვეტენ, ქალაქთან
ახლოს მდებარე ონარიის დასახლებაში სტადიონი, გასახდელი და საშხაპე
დახვდებათ. ამაში თითქოს უჩვეულო და განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ
დაახლოებით 1 წლის წინ რაგბის კლუბ "ზუგდიდის" სპორტსმენებს ვარჯიში
სოფელ დარჩელში, სკოლის პატარა სტადიონზე უწევდათ. მათ არც გასახდელი
და არც საშხაპე არ ჰქონდათ.
მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. რაგბის კლუბისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას რამდენიმე წლიანი ისტორია აქვს, სადაც მთავარი მოქმედი პირები სპორტსმენები არიან, განსაკუთრებით კი ქალთა ნაკრები.

რაგბის პირველი კლუბი "ზუგდიდი" 2014 წელს, სოფელ დარჩელის სკოლაში სპორტის მასწავლებელმა ვახტანგ კორკელიამ რაგბისტ სანდრო ესაკიას ინიციატივით და მხარდაჭერით დააფუძნა. მას შემდეგ შესაბამისი ინფრასტრუქტურის უქონლობა სპორტსმენებს პრობელემებს უქმნიდა. ისინი მწვრთნელთან ერთად ყველა შესაძლებლობას იყენებდნენ როგორც ადგილობრივი ასევე ცენტრალური ხელისუფლებისთვის ხმის მისაწვდენად. პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დაისვა მაშინ, როცა 2016 წელს რაგბის კლუბს მორაგბე ქალთა გუნდი დაემატა. გოგონებისთვის განსაკუთრებით მიუღებელი აღმოჩნდა საშხაპეს და საპირფარეშოს არქონა.
მათ თამაშით დაამტკიცეს, რომ ადგილობრივი ხელისუფლებისგან მეტი ყურადღების და ხელშეწყობის ღირსი არიან. მოითხოვეს კიდევაც და მათ გამოუყვეს მოედანი სადაც საშხაპე, გასახდელი და საპირფარეშოა.
"ჩვენ ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ, მაგრამ შრომას ყოველთვის აქვს შედეგი", - გვეუბნება 19 წლის მარიამ ბერანძე, კლუბ "ზუგდიდის" და უკვე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი.
მარიამი საქართველოს 18 წლამდელ მორაგბეთა გუნდის კაპიტანიც იყო. ყველაფერი კი სოფელ დარჩელის მოედანზე თამაშით დაიწყო. რაგბზე ფიზკულტურის მასწავლებლის რჩევით სპორტის მოყვარულმა მშობლებმა მიიყვანეს, თუმცა მანამდე ის ძალოსნობით იყო დაკავებული და ამ მიმართულებითაც წარმატებები ჰქონდა. რაგბი მას შემდეგ მარიამის მთავარ საქმიანობად იქცა. ეროვნული ნაკრების წევრი საკუთარ ქალაქში რამდენიმე დღით იმყოფება. მისი დილა 7 საათზე ბოტანიკურ ბაში ვარჯიშით იწება, უკვე შემდეგ კი კვირაში 2-3-ჯერ სტადიონზე ვარჯიშობს. ახლა მოედანზე მისვლა უკვე აღარ ეზარება, რადგან ვარჯიშის შემდეგ შხაპის მიღებას და სუფთა ტანსაცმლით სახლში დაბრუნებას შეძლებს.

თვლის, რომ ამ მიმართულებით პირობების კიდევ უფრო გაუმჯობესება სპორტის ამ სახეობაში მეტი მოზარდების მოზიდვის წინაპირობა იქნება:
"როცა მშობლები ხედავენ, რომ ბავშვს არ აქვს არანაირი პირობა. სად ვარჯიშობენო, სკოლის ეზოშიო, მშობელიც არ გამოუშვებს ბავშვს ჩემი აზრით. ხოლო როცა უკვე რაღაც გაქვს და შეგიძლია...გოგონებს რომ უკვე წარმატებულს ხედავენ, სხვებასც უნდათ, რომ მოვიდნენ ჩვენთან. იმედია კიდევ ბევრი დაგვემატება და ბევრი ზუგდიდელი სპროტსმენი გვეყოლება ქალთა რაგბში".
მარიამთან ერთად ეროვნულ ნაკრებში კიდევ 2 ზუგდიდელი გოგო, ლიკა პერტაია და ლიკა ხუფენია თამაშობენ.
მწვრთნელ ვახტანგ კორკელიას აქვს მოლოდინი, რომ კიდევ 3 გოგო მისი კლუბიდან მალე გახდება ეროვნული ნაკრების წევრი. კლუბში სულ 7 სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფია. აქედან ერთი არის ქალთა, სადაც 10 სპორტსმენი ირიცხება. მათი უმრავლესობა ახლა ქალაქში არ იმყოფება და გოგონებს ვარჯიში ბიჭებთან ერთად უწევთ. რამდენიმე დღით ზუგდიდშია ეროვნული ნაკრების წევრი ლიკა ხუფენია, მაგრამ ფეხზე ტრავმის გამო დროებით დიდი დატვირთვით ვერ ვარჯიშობს. ფეხებზე და ხელებზე სილურჯეები, დაჭიმული მყესი, მოტეხილობები, ეს ყველაფერი არ აშინებს. ამბობს, რომ რაგბში ეს ჩვეულებრივია.

დარწმუნებულია, რომ მალე ეროვნულ ნაკრებში კიდევ რამდენიმე გოგო მოხვდება ზუგდიდიდან. სპორტსმენები ფიქრობენ, რომ მათ შორის აუცილებლად იქნება 17 წლის ნინო გუგუჩია, რომელიც მოედანზე ბიჭებთან ვარჯიშს ამჯობინებს, რათა საკუთარ ძალებში კიდევ უფრო დარწმუნდეს.
მისთვის თანაგუნდელების წარმატება დამატებით მოტივაციაა. თვლის რომ თუ ძალიან გიყვარს სპორტი, ცუდ სავარჯიშო პირობებს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს და როცა შენი არ სჯერათ, გაქვს მეტი სტიმული დაანახო მათ შესაძლებლობები.
"არაფრიდან შევქმენით ყველაფერი. თვიდან იყო გამოწვევები და არ გვქონდა ისეთი პირობები, რომ ნორმალურად გვევარჯიშა და არ იყო ხელშეწყობა. თუმცა მივმართეთ სხვადასხვა ადამიანებს, ადგილობრივ ხელისუფლებას, უფრო უმაღლეს დონეზეც ვიყავით გასულიები და მივმართეთ ყველას. მინდა ავღნიშნო, რომ ყველაფერს აქვს აზრი - თითოეულ სიტყვას, თითოეულ მოქმედებას, რადგან ჩვენი სიტყვები უშედეგოდ არ დარჩა და რეაგირების გარეშე არ დატოვეს. მოვახერხეთ ის, რომ გვაქვს წინსვლა და ვუმჯობესდებით", - გვითხრა ნინო გუგუჩიამ.
მწვრთნელი ვახტანგ კორკელია ამბობს, რომ რაგბის გოგონათა ნაკრები 2016 წელს საცდელად შექმნა. ის არ მოელოდა ასეთ დაინტერესებას და წარმატებას.
თვლის, რომ მერიის მხრიდან რაგბისტებისთვის პირობების შექმნა, მოზარდების წარმატებულ თამაშსაც უკავშირდება.

"შედეგი ყველას აინტერესებს... ეს რამდენიმე წლის პრობლემა იყო, რომელიც გადაიჭრა. ჩვენ დავდეთ შედეგი ბიჭებთან მიმართებაშიც, გოგოები ხომ ფანტასტიკური არიან. ისინი საქართველოს სახელით უამრავ ქვეყანაში წარსდგენენ. ეს გოგონები ჩენს კუთხეს და მთელ საქართველოს ასახელებენ. ასეთ ბიჭებს და გოგონებს ხელი უნდა შევუწყოთ და მეტი უნდა დავეხმაროთ", - ამბობს მწვრთნელი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში "ლაივპრესს" უთხრეს, რომ კლუბს ფინანსურად შეძლებისდაგვარად ეხმარებიან. წლის განმავლობაში ფესტივალებში მონაწილეობისთვის 3000 ლარი ერიცხებათ. ცალკე ფინანსდება ტრანსპორტირების ხარჯები.
თავის მხრივ კლუბი მიღწეულზე გაჩერებას არ აპირებს. 7 გუნდს მალე ახალი, კაცთა ლიგა დაემატება, სადაც 18 წლის ზევით ნებისმიერ მსურველს ვარჯიშის შესაძლებლობა მიეცემა.