პანდემიაშიც არ გავჩერებულვართ - ევროპის ორგზის და საქართველოს სამგზის ჩემპიონი ხობიდან [ვიდეო]
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოს მცხოვრები დემურ ქაჯაია
სოფლის ცენტრში, მცირე ზომის დარბაზში 30 ბავშვთან ერთად ყოველდღიურად
საათობით ვარჯიშობს. ამას არ სჯერდება და მცირე შესვენების შემდეგ
სპორტულ აქტივობას სახლის პირობებშიც აგრძელებს. როგორც სპორტსმენი
ამბობს, დაუღალავი შრომის შედეგია ის, რომ 15 წლის ასაკში საქართველოს
სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონია. მიზანი ოლიმპიური ჯილდოა.

ახალგაზრდა სპორტსმენი მადლიერია, მამის რომლის ინიციატივითაც ის კრივის სკოლაში აღმოჩნდა და მწვრთნელის რომელმაც სპორტის ეს სახეობა შეაყვარა.
ბოლო საერთაშორისო აღიარება ხობელმა მოზარდმა პანდემიის პირობებში, თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მოიპოვა.
"მონაწილეობას ვიღებდი 60 კგ წონით კატეგორიაში. პირველ ორთაბრძოლაში შევხვდი ბელგიელ მოკრივეს, მეორე რუს მოკრივესთან მომიწია, ნახევარფინალში თურქ მოკრივეს, ფინალში კი უკრაინელ მოკრივესთან გავიმარჯვე და გავხდი ევროპის ჩემპიონი", - ამბობს დემურ ქაჯაია.
2021 წლის ევროპის ჩემპიონატზე ის ქართველ მოკრივეებს შორის ერთადერთი ოქროს მედალოსანი აღმოჩნდა. მაისის დასაწყისში გამართულ შეჯიბრში სულ ქართველმა მოკრივეებმა 10 მედალი მოიპოვეს. ჩემპიონატში ევროპის 29 ქვეყნის 500-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა.

გამარჯვება არ იყო მარტივი, რადგან ოქროს მედალს წინ უძღოდა კორონავისრუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ფონზე ვარჯიში. მიუხედავვად სირთულეებისა, როგორც მწვრთნელი გვიყვება, გამოსავლის პოვნა სურვილის შემთხვევაში ყოველთვის შესაძლებელია.
ედიკა თოდუა მიიჩნევს, რომ დაუღალავი ვარჯიში და მიზნისკენ სწრაფვა წარმატების მთავარი პირობაა და ეს პირობა არც პანდემიისას დაურღვევიათ:

"ერთი დღეც არ გავჩერებულვართ. მართალია პანდემიის პირობებში დახურული იყო ყველაფერი, დარბაზში ვერ შემვდიოდით, მაგრამ ვარჯიშს ვახერხებდით. სახლ და სახლ დავდიოდით, ხან მდელოზე ვვარჯიშობდით. არ ჩაგვარდნია ვარჯიში და მზად ვიყავით, რომ შედეგი მიგვეღო", - ამბობს მწვრთნელი ედიკა თოდუა.
ის სოფელში 30-ზე მეტ მოზარდს ასწავლის კრივს. მუშაობა ჯერ-ჯერობით პატარა დარბაზში უწევთ, თუმცა იმედი აქვს ხობში მალე გარემონტდება სპორტკომპლექსი და შეძლებენ უკეთეს პირობებში მუშაობის გაგრძელებას.
დარბაზის სიმცირე არ აღმოჩნდა სპორტსმენებისთვის წარმატების მისაღწევად ხელის შემშლელი პირობა. კრივის სკოლას არაერთი ჩემპიონი ჰყავს, რომლებმაც ჯილდოები მოიპოვეს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო შეჯიბრებებში. მათ შორის არის ანა ხუნჯუა პირველი ქართველი მოკრივე ქალი, რომელმაც ქვეყანას ევროპის ჩემპიონატზე მედალი მოუტანა.

მწვრთნელი ამბობს, რომ მოზარდების წარმატებაში აქტიურად არიან ჩართული მშობლებიც, სწორეთ მათი და ახალგაზრდების მოთხვნით ჩამოყალიბდა საჯიჯაოშიც კრივის სკოლა, რომლის ფანჯრიდანაც მოსაწვლეები ახლა უკვე ევროპის ორგზის ჩემპიონის ბანერს გაჰყურებენ.
ედიკა თოდუა თვლის, რომ ეს სარეკლამო პლაკატი დამატებითი მოტივაცია იქნება მოზარდებისთვის, ვისაც კრივში წარმატების მიღწევა სურს, ასევე შეხსენება იმის, რომ თუ შრომას ჩადებ და არ დანებდები, მიზანსაც მიაღწევ.