სპორტი
ვარლამ ლიპარტელიანი ოლიმპიადის ნახევარფინალშია
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი (100კგ) ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალშია. მან მეოთხედფინალში კანადელი შადი ელნაჰასი დაამარცხა და ფინალში გასასვლელად იბრძოლებს. ვარლამ ლიპარტელიანის მეტოქე ნახევარფინალში იაპონელი აარონ ვოლფი იქნება.

ფინალური შეხვედრები საქართველოს დროით 12:00 საათზე დაიწყება.