სპორტი
ჩემი ოცნება საქართველოს ნაკრებში თამაშია - რუმინეთის ორგზის ჩემპიონი მორაგბე ხობიდან [ფოტო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ორაგბე ხვიჩა ჯგერენაიამ სპორტული კარიერა ხობიდან დაიწყო, თითქმის არარსებული ინფრასტრუქტურის პირობებში. დღეს ის კარიერას ევროპაში აგრძელებს. რა გზა გაიარა ქართველმა რაგბისტმა რუმინეთის ჩემპიონობამდე და როგორია მისი სამომავლო გეგმები, ამ ყველაფერზე ის "ლაივპრესთან" ინტერვიუში საუბრობს.

ლაივპრესი: პირველ რიგში გაეცანით ჩვენს მკითხველს, ვინ ხართ და როდიდან იწყება იწყება თქვენი სარაგბო კარიერა?

ხვიჩა ჯგერენაია:
მე ვარ ხვიჩა ჯგერენაია, რაგბისტი. ჩემი სარაგბო კარიერა დაიწყო 2011 წელს, ქალაქ ხობში. მაშინ 15 წლის ვიყავი. მახსოვს, ძალიან ცუდ პირობებში გვიხდებოდა ვარჯიში. სტადიონზე კი ვვარჯიშობდით, მაგრამ ისეთი გაპარტახებული იყო, სტადიონს ვერც დავარქმევ. არც გასახდელი გვქონდა. იყო ისეთი დღეეები, როცა მარტო 4-5 ბიჭი მოსულა, მაგრამ მაინც ჩაგვიტარებია ვარჯიში.

ლაივპრესი: რატომ გადაწყვიტეთ რაგბის თამაში? ოჯახში ვინმე მისდევდა სპორტის ამ სახეობას?

ხვიჩა ჯგერენაია: რაგბის თამაში გადავწყვიტე იმიტომ, რომ ბავშვობიდან მიზიდავდა სპორტის ეს სახეობა.

ლაივპრესი: უკრაინაში წასვლა რატომ არჩიეთ და არა რომელიმე სხვა ქვეყანაში, სადაც ბევრად განვითარებულია რაგბი?

ხვიჩა ჯგერენაია: უკრაინაში მამაჩემი ცხოვრობდა რამდენიმე წლის განმავლობაში და შემომთავაზა ამ ქვეყანაში ჩასვლა. იმ პერიოდში უკრაინაში უფრო განვითარებული იყო რაგბი, ვიდრე აქ ჩვენთან, ხობში.

ლაივპრესი: თუ ყოფილა თქვენი სარაგბო კარიერის რომელიმე ეტაპზე შემოთავაზება, რომ საქართველოს ნაკრებში გეთამაშათ? ან თუ გაქვთ ამის სურვილი?

ხვიჩა ჯგერენაია: ჯერჯერობით არ ყოფილა შემოთავაზება საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან. როგორც ყველა ქართველი სპორტსმენის ოცნებაა საქართველოს ნაკრებში თამაში, ასევე არის ჩემთვისაც.

ლაივპრესი: რამდენი წელი დაჰყავით უკრაინაში და რომელ გუნდში თამაშობდით ამ ხნის განმავლობაში? როგორ მოხვდით ამ გუნდში?

ხვიჩა ჯგერენაია: უკრაინაში დაახლოებით 8 წელი ვვარჯიშობდი და ვთამაშობდი ადგილობრივ კლუბში "კრედო 63". უკრაინიდან გადავწყვიტე წავსულიყავი ევროპაში და მეცადა ჩემი სარაგბო კარიერის იქ გაგრძელება.

ლაივპრესი: როგორ აღმოჩნდით რუმინეთში და როგორ განვითარდა თქვენი სარაგბო კარიერა ამ ქვეყანაში?

ხვიჩა ჯგერენაია: უკრაინიდან ჩამოვედი რუმინეთში სინჯებზე, ადგილობრივ კლუბ "ბაია მარიში" და ერთი კვირის შემდეგ მოვაწერე ხელი სამწლიან კონტრაქტს. ორჯერ გავხდი რუმინეთის ჩემპიონი, ერთხელ კი რუმინეთის თასი მოვიგე. ამომეწურა კონტრაქტი და გადავწყვიტე წინ წავსულიყავი და ამიტომ შევიცვალე გუნდი. ერთი კვირის წინ ხელი მოვაწერე ახალ, წელიწად-ნახევრიან კონტრაქტს "ტიმოშარას" კლუბთან.

ლაივპრესი: არის თუ არა დიდი კონკურენცია რუმინეთში მორაგბეებს შორის და ამ გამოწვევას როგორ უმკლავდებით?

ხვიჩა ჯგერენაია: კონკურენცია რა თქმა უნდა არის და მე მაქსიმალურად ვცდილობ, შევინარჩუნო აქ ჩემი ადგილი.

ლაივპრესი: ხომ არ ყოფილა შემოთავაზება რუმინეთის ეროვნული ნაკრებიდან და თუ კი, რას ფიქრობთ ამ წინადადებაზე?

ხვიჩა ჯგერენაია: რუმინეთის ნაკრებიდან არის შემოთავაზება, მაგრამ კონტრაქტის თანახმად, ერთი წელი კიდევ უნდა ვითამაშო რუმინეთის ჩემპიონატში. იმისთვის, რომ აქ ნაკრებში მოხვდე, რუმინეთის ჩემპიონატში ხუთი წელი თამაშია საჭირო. მე წინ კიდევ მაქვს წელიწად-ნახევარი.

ლაივპრესი: როგორია თქვენი სამომავლო გეგმები ახალ გუნდთან ერთად?

ხვიჩა ჯგერენაია: ჩემი სამომავლო გეგმებია ვარჯიში, ბევრ თამაშში მონაწილეობა და რა თქმა უნდა გამარჯვება.

ლაივპრესი: ახერხებთ საქართველოში ხშირად ჩამოსვლას? რა გენატრებათ აქ ყველაზე მეტად?

ხვიჩა ჯგერენაია: საქართველოში სამწუხაროდ ვერ ვახერხებ ხშირად ჩამოსვლას. აქ ყველაზე მეტად სამეგობრო და ნათესავები მენატრებიან.

ლაივპრესი: ხობში ალბათ არიან ახალგაზრდები, რომლებიც ოცნებობენ რაგბის თამაშზე დიდ გუნდებში. რას ურჩევდით მათ და თქვენ პირადად რა თვისებები დაგეხმარათ წარმატების მიღწევაში?

ხვიჩა ჯგერენაია: რა თქმა უნდა, ბევრია ასეთი მოთამაშე, მაგრამ სამწუხაროდ მათ არ აქვთ ქალაქ ხობში ისეთი პირობები, რომ ჩამოყალიბდნენ ნამდვილ რაგბისტებად. პატარებს ვუსურვებდი, რომ უფრო მოინდომონ და დაისახონ მიზნად წარმატება. თუ ასე მოიქცევიან, ყველაფერი გამოუვათ. მთავარია არასდროს არ დანებდნენ. მეც წარმატების მიღწევაში მიზანდასახულობა, მონდომება და დაუზარებლობა დამეხმარა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ძალოსანი ნათია გადელია რამდენიმე დღეა რაც საუდის არაბეთიდან
ზუგდიდში,
09:33 / 22.10.2021
ძალოსანი ნათია გადელია რამდენიმე დღეა რაც საუდის არაბეთიდან ზუგდიდში,
ინა ქალდანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, ვინც საქართველოს
ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების ფინალში გავიდა.
12:28 / 29.08.2021
ინა ქალდანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, ვინც საქართველოს ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების ფინალში გავიდა.
ზუგდიდის ქალთა საფეხბურთო გუნდი
11:46 / 04.08.2021
ზუგდიდის ქალთა საფეხბურთო გუნდი "ფენიქსი" საქართველოს
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი
09:50 / 29.07.2021
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.