ზუგდიდის საფეხბურთო გუნდი ქალთა თასის ნახევარფინალშია
ზუგდიდის ქალთა საფეხბურთო გუნდი "ფენიქსი" საქართველოს
ქალთა თასის ნახევარფინალში გავიდა. გუნდმა 3 აგვისტოს 2-ით ნოლი
დაამარცხა მცხეთის "დიდგორი".
კლუბის ინფორმაციით, შეხვედრის პირველი ნახევარი ფრედ 0-0 დასრულდა, მეორე ნახევარში "ფენიქსი" მარიამ რიგვავამ დააწინაურა, ხოლო შეხვედრის ბოლოს ანგარიში დებიუტანტმა თამარ ბეგლარიშვილმა გაზარდა.
ქალთა საფეხბურთო კლუბი "ფენიქსი" 2021 წლის აპრილში შეიქმნა.
სამეგრელოს მუნიციპალიტეტებაში მცხოვრები გოგოებისგან გუნდი ფეხბურთის მოყვარულმა მეგობრებმა, ახალ აბასთუმნელმა საბა ქობალიამ და ბადრი ქადარიამ ჩამოაყალიბეს.