სპორტი
ძიუდოისტი ინა ქალდანი პარაოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორია
ინა ქალდანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, ვინც საქართველოს ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების ფინალში გავიდა.

ტოკიოში მიმდინარე პარალიმპიურ თამაშებზე ინა ქალდანმა პირველ შეხვედრაში ძლიერი მექსიკელი პარაძიუდოსტი დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში მასპინძელ იაპონელ სპორტსმენს სძლია და ფინალში ბრაზილიელ მალდონადოს შეხვდა, სადაც, დამარცხდა.