სტუდია
შშმ პირთა შეზღუდული უფლებები
გარემო, სადაც ვცხოვრობთ, არ არის თანაბრად ხელმისაწვდომი ყველასთვის. მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გამო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ქალაქში გადაადგილება უჭირთ. მათთვის ჯერ კიდევ მიუწვდომელია სახელმწიფო სერვისების დიდი ნაწილი. რა გაკეთდა ვითარების გამოსასწორებლად ზუგდიდში, ამ საკითხებზე ვისაუბრეთ გადაცემაში „პირისპირ ლაივპრესთან“, რომლის სტუმარიც არის ასოციაცია „დეას“ აღმასრულებელი დირექტორი მადონა ხარებავა.