როგორ ვასრულებთ უვიზო მიმოსვლის პირობებს
ორი წელია საქართველოს მოქალაქეები ევროპის შენგენის ზონის ქვეყნებში
უვიზოდ გადაადგილდებიან.
თუმცა ამ ხნის მანძილზე დაფიქსირდა გარკვეული სახის დარღვევები უვიზო
მიმოსვლის პირობების. პარარელურად, საგარეო საქმეთა სამინისტრო
ახორციელებს საინფორმაციო კამპანიას, რომლის ფარგლებშიც მათი
წარმომადგებლები რეგიონებში მოსახლეობას ხვდებიან. აწვდიან ცნობებს,
რა წესები მოქმედებს შეთანხმების საფუძველზე, სად და როგორ არღვევენ
საქართველოს მოქალაქეები ვიზალიბერალიზაციის პირობებს, გაიზარდა თუ
არა ევროპის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი, ამ კითხვებს
გადაცემაში „პირისპირ ლაივპრესთან“ საგარეო საქმეთა სამინისტროს
საკონსულო დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ტაბატაძემ უპასუხა.