ცხოვრება აუტიზმით
რა პრობლემები ექმნებათ დღეს საქართველოში აუტიზმის მქონე ბავშვებს და
მათ მშობლებს?,
რა პროგრამები აქვს სახელმწიფოს, არის თუ არა ეს პროგრამები
საკმარისი?, როგორია საზოგადოების დამოკიდებულება აუტიზმის მქონე
პირების მიმართ და როგორ უნდა მოვიქცეთ როცა შვილს ეს მდგომარეობა
დაუდგინდება. ამ საკითხებზე ვისაუბრეთ ზუგდიდში აუტიზმის ცენტრის
დამფუძნებლებთან - ნათია სახოკიასთან და ირმა ნოდიასთან ერთად
გადაცემაში „დისკუსია ლაივპრესში“. მშობლებმა აღნიშნუილი ცენტრი მას
შემდეგ დააფუძნეს, რაც მათ შვილებს აუტისტური სპექტრის აშლილობა
დაუდგინდა.