ზუგდიდის საბავშვო ბაღები, სადაც პატარებს ვერ აძინებენ - ერთი წელი ავტორიზაციამდე
ზუგდიდის საბავშვო ბაღების უმრავლესობაში პატარებს ძილის საშუალება არ
აქვთ. მათ შორის არის
დარჩელის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებაც. რამდენიმე დღის წინ
გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ იატაკზე
დაგებულ ლეიბებზე ბავშვები წვანან. რა გეგმა აქვს ადგილობრივ
ხელისუფლებას ამ და სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემის მოსაგვარებლად
ბაღებში და შეხვდებიან თუ არა ავტორიზაციის პროცესს მზად, გადაცემაში
"პირისპირ "ლაივპრესთან" ზუგდიდის მერის მოადგილემ, კონსტანტინე
კაკავამ ისაუბრა.