ახალი ამბები
ცხინვალში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევაა
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეს ყველაზე დიდი რაოდენობაა, რაც სხვა დღეებთან შედარებით, 24 საათში ამ რეგიონში გამოვლინდა.

ვირუსი რუსეთიდან დაბრუნებულ კურსანტებს დაუდასტურდათ.

სულ ცხინვალში კორონავირუსის 57 შემთხვევა გამოვლინდა. 31 მათგანი საავადმყოფოებიდან უკვე გაწერეს.

239 პირი ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩება.