სტუდია
დარღვევები და საჩივრები - არჩევნების პირველი ტური ზუგდიდში
31 ოქტომბერს საქართველოში პარლამენტის არჩევნები ჩატარდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, პარლამენტში, „ქართულ ოცნებას“ უკვე აქვს 75 და უმრავლესობის მოსაპოვებლად 1 მანდატი სჭირდება.

რაც შეეხება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდტების შედეგებს, თბილისის ყველა და ქვეყნის მასტაბით კი 16 ოლქში გაიმართება მეორე ტური. მათ შორის ზუგდიდშიც სადაც ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატ ირკლი ჩიქოვანს აქვს - 48, 24%, ხოლო მეორე ადგილზე გასულ „ნაციონლური მოძრობის“ კანდიდატ მალხაზ ჯალაღონიას 36,94%.

კენჭისყრის შედეგებს არ აღიარებს ოპოზიცია, რომელიც თვლის რომ „არჩევნები ტოტალურად გაყალბდა“. ამ მიზეზით მათი მხარდამჭერების მონაწილეობით ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები გრძელდება. მოისმინეთ როგორ აფასებენ ზუგდიდში კენჭისყრის დღეს არასამთვრობო ორგანიზაციები - რა დარღვევები დააფიქსირეს და რა საჩივრებით მიმართეს მათ საოლქო საარჩევნო კომისიას.