სტუდია
გავმართავთ აქციებს რამდენჯერაც საჭირო იქნება - ოპოზიციის გეგმები
პარლამენტის არჩევნების შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და საპროტესტო აქციებს აწყობს.

აქციებზე ცესკოს ადმინისტრაციის გადადგომას და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

საპროტესტო აქციები თბილისის პარალელურად რეგიონებშიც მიმდინარეობს.

გადაცემა "დისკუსია ლაივპრესში" ზუგდიდში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა მათ სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.