118 აცრილი 3 ათასიდან - Covid-19-ის ვაქცინაცია სამეგრელოში
16:10 / 25.03.2021
სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით, ზუგდიდის რეფერალური
ჰოსპიტალი ერთადერთი სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც კორონავირუსის
საწინააღმდეგო ვაქცინაცია გრძელდება. 10 დღის მონაცემებით, რეგიონში
ჯანდაცვის სფეროს 3 ათასზე მეტი წარმომადგენლიდან აიცრა მხოლოდ 118.
როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი, რითი აიხსნება მედპერსონალში
ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი, ასევე იყო თუ არა აცრის დაწყებიდან
გართულებული შემთხვევები, რამდენად არის მზად ჰოსპიტალი რთული გვერდით
მოვლენების სამართავად?, - ამ და სხვა კითხვებს პასუხობენ გადაცემის
„დისკუსია ლაივპრესში“ სტუმრები - ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის
დირექტორი ნიკა ჭეჟია და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის
წარმომადგენელი ანზორ ქობალია.
გადაცემის ბოლოს ნახავთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი კიდევ ერთხელ განმარტავს - რა გვერდითი მოვლენები შეიძლება ჰქონდეს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს, რა უნდა გავითვალისწინოთ აცრამდე და შემდეგ.