სტუდია
კორონავირუსზე ინფორმაციის არ არსებობა, პანდემია რეგულაციების გარეშე - ეპიდემიოლოგიური ვითარება გალში
გადაცემაში "პირისპირ ლაივპრესთან" ვისაუბრეთ ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე.

საბერიოს სასწრაფო დახმარების სამსახურის უფროსმა ხათუნა გარგულიამ გვიამბო, რომ ამ დროისთვის, კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ იკლო, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ სრულდება რეგულაციები, მოსახლეობა არ ატარებს პირბადეს, იმართება სარიტუალო, მასშტაბური ღონისძიებები და რაც მთავარია, მოსახლეობას არ აქვს ინფორმაცია კორონავირუსზე, დიდი ალბათობით, კორონავირუსის ახალი ტალღა ისევ გავრცელდება.

რამდენად საკმარისია ენგურს გაღმა მცხოვრებლებისთვის ის დახმარება, რომელიც მათ ცენტრალურმა ხელისუფლებამ გაუწია პანდემიის პირობებში, კიდევ რისი გაკეთება შეიძლება ამ მიმართულებით, ამაზე ორგანიზაცია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა უჩა ნანუაშვილმა ისაუბრა.