წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატად გახარიას პარტიის წევრი დაასახელეს
წალენჯიხის საკრებულოში დღეს მეექვსედ შეიკრიბნენ თავმჯდომარის
ასარჩევად.
სხდომაზე 27 დან 24 დეპუტატი გამოცხადდა.
ერთადერთი საკითხი, რაც სხდომის უხუცესმა წევრმა, ენმ-ს წარმომადგენელმა ავთანდილ გაბელიამ დააყენა, თავმჯდომარის არჩევაა. მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" პოზიციაა, რომ არ სურთ მმართველ პარტიას ჰქონდეს რაიმე თანამდებობა საკრებულოში. სწორედ ამიტომ, ისინი "ოცნების" კანდიდატებს არ დაუჭერენ მხარს.
ავთანდილ გაბელაიას განცხადებით, წალენჯიხელებმა ხმა მისცეს ოპოზიციურ საკრებულოს და თანამდებობებიც ოპოზიციამ უნდა გაინაწილოს. ამ სიტყვებმა მმართველი პარტიის დეპუტატები გააღიზიანა. მათი თქმით, საკრებულოში უმრავლესობა არც ენმ-ს აქვს. შესაბამისად, ეს საკითხი არ არის მათი გადასაწყვეტი.
მცირე დაპირისპირების შემდეგ, ავთანდილ გაბელაიამ თავმჯდომარის პოზიციაზე კანდიდატად "საქართველოსთვის" წევრის, კორნელი სალიას კანდიდატურა დაასახელა და შესვენება გამოაცხადა.
კორნელი სალიას კანდიდატურა ოპოზიციამ 23 დეკემბერსაც დაასახელა, თუმცა მაშინ სხდომა გადაიდო.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ თავმჯდომარე ამ დრომდე ვერ აირჩია. წინა სხდომას 27 წევრიდან 25 ესწრებოდა, თუმცა თანამდებობების გადანაწილებაზე ვერ შეთანხმდნენ და კენჭისყრის გარეშე დაიშალნენ.