„შინ ევროპისკენ“ კამპანიის ფარგლებში, ზუგდიდში გამართული შეხვედრა ინციდენტით დასრულდა
"შინ ევროპისკენ" კამპანიის ფარგლებში, ზუგდიდში, მოქალაქეებთან
გამართული შეხვედრა ინციდენტით დასრულდა.
დაპირისპირება მაშინ მოხდა, როცა დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული
მუზეუმის ეზოში შეკრებილ მოქალაქეებთან და მოძრაობის
წარმომადგენლებთან, მმართველი პარტიის მხარდამჭერები მივიდნენ. მათ
მიმართეს შეკრებილებს, რომ სინამდვილეში ამ კამპანიას "ნაციონალური
მოძრაობა" მართავს. რეპლიკას მოჰყვა სიტყვიერი დაპირისპირება და
შეხლა-შემოხლა.
მოძრაობის წევრის, "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელ არჩილ თოდუას განცხადებით, "ქართულ ოცნებასთან" კავშირში მყოფმა პირებმა, დღის განმავლობაში რამდენჯერმე სცადეს შეხვედრების ჩაშლა.
არჩილ თოდუას განმარტებით, ეს ქმედებები მათ შორის დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავს. თუმცა, მანვე აღნიშნა, რომ ყველაფრის მიუხედავად, ზუგდიდში მოქალაქეებთან საუბრებმა მაინც კარგად ჩაიარა. ადგილობრივების უმრავლესობამ პოზიტიური დამოკიდებულება გამოხატა ევროკავშირის და საქართველოს ევროპული არჩევანის მიმართ.

თავის მხრივ, მოძრაობის კიდევ ერთი წარმომადგენელი, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" რეგიონული ოფისების მენეჯერი, ზვიად ქორიძე აცხადებს, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრების ჩაშლა წარმოუდგენელია და თავისმოტყუებაა, თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს შესაძლებელია. მისივე თქმით, ეს არის საუბრები, მოქალაქეებს კი ვერ შეუზღუდავენ აზრის თავისუფლად გამოთქმის საშუალებას.
"ეს იცით რას ნიშნავს? მოქალაქეს ეუბნები, რომ მე შენ არ მოგცემ საშუალებას, თავისუფლად გამოთქვა აზრი. ეს არის პრობლემური, რომ იმ პოლიტიკურმა ძალამ, იმ მმართველობამ, რომელსაც უნდა და რესურსებს ხარჯავს ამაზე, ფულს ხარჯავს, რომ ასეთი ტიპის შეხვედრები ჩაშალოს, უნდა იფიქროს ერთ რაღაცაზე - არ შეიძლება მიმართო რაიმე რესურსი, მითუმეტეს ადმინისტრაციული რესურსი, რომ მოქალაქეებს თავისუფალი ნება და აზრის თავისუფალდ გამოთქმის საშუალება შეუზღუდო", - განმარტა ზვიად ქორიძემ.

მოძრაობა "შინ ევროპისკენ" ფარგლებში უკვე მეორე დღეა ზუგდიდში მოქალაქეებთან შეხვედრებს მართავს. მოქალაქეებს ესაუბრებიან "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" წარმომადგენლები, მასწავლებელი ლადო აფხაზავა და ფორმულა კრეატივის" დამფუძნებელი ირაკლი საღინაძე და მსახიობი ლაურა რეხვიაშვილი.
საუბრების თემაა ევროკავშირში საქართველოს წევრობის მნიშვნელობა და ამ მიზნით რეფორმების 12 პუნქტის შესრულების აუცილებლობა, კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
მოძრაობამ დღეს განცხადებაც გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მმართველი პარტიის მხარდამჭერები და საჯარო მოხელეები, დედაქალაქსა და რეგიონებში მიმდინარე შეხვედრებში ხელს უშლიან.
შეხვედრების დასრულების შემდეგ, 3 ივლისს, თბილისში აქცია გაიმართება, სადაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას და ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბებას მოითხოვენ.

"შინ ევროპისკენ" განმარტებით, მათ არ ჯერათ, რომ მთავრობა კანდიდატის სტატუსის მისაღებად რეკომდენდაციებს წლის ბოლომდე შეასრულებს. სწორედ ამიტომ ითხოვენ, ეს მისია იკისროს "ეროვნული თანხმობის მთავრობამ - ევროკავშირისთვის".
მოძრაობამ სამართალდამცველებს მშვიდობიანი შეკრების უზრუნველყოფის და პროვოკაციების ადგილზევე აღკვეთისკენ მოუწოდა.
ბრალდებების საპასუხოდ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ერთადერთი, ვინც ცდილობს პოლარიზაციის პიკისკენ წაიყვანოს სიტუაცია, ოპოზიციაა. ამიტომ, მათ არ უნდა გაუკვირდეთ, თუ მოქალაქეები უპირისპირდებიან.