კონტაქტი
მარტვილს ელექტროენერგია არ მიეწოდება, შუქი არ აქვთ წალენჯიხის და ზუგდიდის რამდენიმე სოფლის ნაწილშიც
FaceBook Twitter
E-mail Print
სტიქიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის ცალკეულ მუნიციპალიტეტებში პრობლემები ელექტროენერგიის კუთხითაც შექმნა. განსაკუთრებით რთული ვითარებაა მარტვილში. მუნიციპალიტეტს შუქი არ მიეწოდება.

"ენერგო-პრო ჯორჯიას" დასავლეთ საქართველოს რეგიონლური ფილიალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ეკა ურიდიამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე ტეხურამ წააქცია მაღალი ძაბვის 35 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი წყემის ანძა, რომლითაც მარტვილის მუნიციპალიტეტი მარაგდებოდა.

კომპანიაში განმარტავენ, რომ ტექნიკური ბრიგადები მობილიზებულები არიან ადგილზე და ცდილობენ მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში აღადგინონ დაზიანება. თუმცა, სამუშაოს მოცულობის და გართულებული გარემო-პირობების მიზეზით, ელექტროენერგიის აღდგენის სავარაუდო დროის დასახელება უჭირთ.

მარტვილის გარდა, ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა წალენჯიხის და ზუდიდის სოფლების ნაწილშიც. მცირე დაზიანებების გამო, ელექტროენერგია წალენჯიხის სოფელ მიქავას და ზუმის და ზუგდიდის სამი სოფლის ნაწილს არ მიეწოდება.

"ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, აქ სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება უმოკლედ დროში აღუდგებათ.

სტიქიამ სამეგრელოს ცალკეულ მუნიციპალიტეტებში პრობლემები შექმნა. დაიტბორა ეზოები, სახლების სარდაფები, გზები. დაიმეწყრა ტერიტორიები. კომისიები ზარალის ოდენობას ამ დრომდე სწავლობენ.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.