რეკლამა
რა შეაჩერებს აზიურ ფაროსანას საქართველოში?
FaceBook Twitter
E-mail Print
ბუნებრივი მტრის გავლენა აზიურ ფაროსანაზე

რიგ ქვეყნებში, სადაც აზიური ფაროსანაა გავრცელებული, სასოფლო-სამეურნეო კულტურა მავნებლის ზიანს ვერ გრძნობს. ამის ერთ ერთი მიზეზი აღნიშნულ ტერიტორიებზე გავრცელებული მავნებლის ბუნებრივი მტერია.

ბუნებრივი მტრის საკითხი ჩვენს ქვეყანაში მას შემდეგ გააქტიურდა რაც ფერმერთა ნაწილს აზიური ფაროსანასგან გამოწვეული მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზიანი მიადგა. ბრძოლის ქიმიური, ბიოლოგიური და მექანიკური საშუალებების გამოყენების გარდა, სპეციალისტებმა მავნებლის პოპულაციის შემცირებისთვის მის ბუნებრივ მტერზე დაიწყეს ფიქრი.

ერთ-ერთ ვარიანტად საქართველოში მავნებლის ბუნებრივი მტრის შემოყვანა განიხილებოდა. დასახელდა ვარიანტიც - სამურაი კრაზანა. ვარაუდი მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევამაც გაამყარა. სამეცნიერო ნაშრომში ნათქვამია, რომ მწერი აზიური ფაროსანას კვერცხების რაოდენობას 60-90%-ით ამცირებს.

მიმდინარე ექსპერიმენტის გასაცნობად ქალაქ დელემონში მდებარე ლაბორატორიას საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტები ესტუმრნენ. მეცნიერები, ბუნებრივი მტრის შემოყვანის საკითხის პარალელურად, საქართველოში უკვე არსებული მწერებსაც აკვირდებოდნენ, ბუნებრივ მტრად ერთ-ერთი მწერი დასახელდა.

ანასტატუს - აზიური ფაროსანას შესაძლო ბუნებრივი მტერი საქართველოში

ანასტატუს - ასე ჰქვია მწერს, რომელიც საქართველოშია გავრცელებული და შესაძლოა, აზიური ფაროსანას ბუნებრივ მტრად განვიხილოთ. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრში აცხადებენ. მეცნიერებს ვარაუდის საფუძველს გასული წლიდან მიმდინარე დაკვირვებების შედეგები აძლევს.

კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმა აზიური ფაროსანას დაპარაზიტებული კვერცხები გასული წლის ივლისში აღმოაჩინეს. გაირკვა, რომ ისინი ანასტატუსის სახეობას განეკუთვნებოდნენ, რაც მოგვიანებით შვეიცარიელმა მეცნიერებმაც დაადასტურეს.

როგორ მოქმედებს პარაზიტი აზიურ ფაროსანაზე?

როგორც წესი, მავნებელი 28 კვერცხს დებს, ანასტატუსის სახეობის მწერს კი შეუძლია კვერცხების ნახევარზე მეტი დააპარაზიტოს, შესაბამისად, აზიური ფაროსანას მატლის ნაცვლად, მისი მტრის - ანასტატუსის ნიმფა გამოიჩეკება.

„თუკი დადასტურდება, რომ მწერი მართლაც შეიძლება განვიხილოთ აზიური ფაროსანას ბუნებრივ მტრად, უნდა დადგინდეს რა ოდენობისაა იგი საქართველოში და შემდეგ ბიოფაბრიკებში მის ხელოვნურ გამრავლებაზე ვიზრუნოთ“, - ამბობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ხიდაშელი.

მეცნიერი განმარტავს, რომ გასარკვევია პარაზიტის ზემოქმედება სხვა მწერებზეც.

მომზადებულია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით „ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“. პროექტის ფარგლებში,რომელსაც „ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ - JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის, შესაძლოა, არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
15:16 / 23.12.2022
"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, ადმინისტრაციულ ერთეულებში სხვადასხვა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა
ეროვნული ასოციაციის
20:36 / 16.12.2022
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის
კვებით უზრუნველყოფის პროგრამის
16:44 / 09.12.2022
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფის პროგრამის
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.