რეკლამა
ირაკლი კობახიძე: ამ საპრეზიდენტო კამპანიას პირობითად შეიძლება ვუწოდოთ „სუსტი კაცები ძლიერი ქალის წინააღმდეგ”
FaceBook Twitter
E-mail Print
„სალომე ზურაბიშვილმა წარმართა ჭეშმარიტად ევროპული სტილის, ქართული ღირსებისთვის შესაფერისი საარჩევნო კამპანია, რითიც საბოლოოდ დაამტკიცა, რომ ის იქნება ჩვენი ღირსეული ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი”, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ, სპორტის სასახლეში, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შემაჯამებელ წინასაარჩევნო შეხვედრაზე განაცხადა.

„რამდენიმე დღეში დასრულდება საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანია და საფუძველი ჩაეყრება ახალ კონსტიტუციურ ტრადიციას - სისტემას, სადაც პრეზიდენტი არის ზეპარტიული თანამდებობის პირი, ხიდი საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის. ამ საპრეზიდენტო კამპანიას ჩვენ პირობითად შეიძლება ვუწოდოთ – სუსტი კაცები ძლიერი ქალის წინააღმდეგ. ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა ოპონენტებს თავიდანვე შესთავაზა ევროპული სტილის საარჩევნო კამპანიის წარმართვა. თუმცა, ოპონენტების პასუხი იყო სრულიად არაევროპული და არაევროპულთან ერთად, არაქართული. ევროპელობა და ქართველობა გულისხმობს საკუთარი და სხვისი ღირსების პატივისცემას, სიმართლის პატივისცემას, ქალის პატივისცემას. ამის საპირისპიროდ, ჩვენ ამ ორი თვის განმავლობაში გვესმოდა და ვხედავდით სრულიად უღირს კამპანიას, სიყალბეს, აგრესიასა და სიძულვილს ოპონენტების მხრიდან. მხოლოდ ძლიერ ქალბატონს, როგორიც არის ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, შეეძლო, ასეთი ღირსებით და მოთმინებით ეპასუხა მისი ოპონენტების მორალური სისუსტისთვის“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, 28 ოქტომბერს, სასწორის ორ მხარეს სიყალბე და სიმართლე, მძიმე წარსულში დაბრუნების სურვილი და უკეთესი მომავლისთვის განვითარება დგას.

„ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა წარმართა ჭეშმარიტად ევროპული სტილის, ქართული ღირსებისთვის შესაფერისი საარჩევნო კამპანია, რითაც საბოლოოდ დაამტკიცა, რომ ის იქნება ჩვენი ღირსეული ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი. 28 ოქტომბერს სასწორის ორ მხარეს დგას: სიყალბე და სიმართლე, საკუთარი დანაშაულის შენიღბვის სურვილით ნაკარნახევი აგრესია და სუფთა წარსულით გამყარებული ღირსება, ქვეყნის მიმართ უპასუხისმგებლობა და სამშობლოს სიყვარული, მძიმე წარსულში დაბრუნების სურვილი და განვითარება უკეთესი მომავლისათვის, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“ და ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი. 28 ოქტომბერს ჩვენ უნდა ავირჩიოთ სიმართლე, ღირსება, სამშობლოს სიყვარული, წინსვლა, „ქართული ოცნება“, სალომე ზურაბიშვილი. თქვენთან ერთად, ჩვენ აუცილებლად დამაჯერებლად გავიმარჯვებთ საპრეზიდენტო არჩევნებში”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მომდევნო არჩევნებამდე ორი წელი ქვეყნისა და ხალხის წინაშე არსებული პრობლემების მოგვარებას უნდა დაეთმოს.

„ამ არჩევნების შემდეგ, ორი წელი მომდევნო არჩევნებამდე ჩვენ უნდა დავუთმოთ იმ პრობლემების მოგვარებას და გამოწვევების დაძლევას, რომლებიც დგას ჩვენი ქვეყნის, სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე. საპრეზიდენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება უნდა გახდეს არა მოდუნების მიზეზი, არამედ ქვეყნის განვითარებისთვის ჩვენი ძალისხმევის გაათკეცების საფუძველი. ამაზე ვართ ჩვენ პასუხისმგებელი ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე და ამ პასუხისმგებლობას ჩვენ აუცილებლად პირნათლად შევასრულებთ. გისურვეთ წარმატებას. ვუსურვებ წარმატებებს საქართველოს მომავალ პრეზიდენტს - ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს“, - განაცხადა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა.

დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ამომრჩევლებთან შეხვედრას პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, საპარლამენტო უმრავლესობისა და საქართველოს მთავრობის წევრები დაესწრნენ.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
სრულად რეაბილიტირებულ აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ზუგდიდის N1
საჯარო სკოლაში
21:52 / 26.09.2022
სრულად რეაბილიტირებულ აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ზუგდიდის N1 საჯარო სკოლაში
ზუგდიდმა ევროკავშირის პროექტ EU4Culture-ის კონკურსში გაიმარჯვა და
ქალაქის კულტურის განვითარების
21:08 / 19.09.2022
ზუგდიდმა ევროკავშირის პროექტ EU4Culture-ის კონკურსში გაიმარჯვა და ქალაქის კულტურის განვითარების
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა წოწერიამ და სამეგრელო-ზემო
სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ,
14:07 / 15.09.2022
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა წოწერიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ,
აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის აბილიტაციის
პროგრამაში დამატებით
18:56 / 08.09.2022
აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის აბილიტაციის პროგრამაში დამატებით
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
სპორტის სიყვარულით დაძლეული სტიგმა და ბრძოლა “ოდიშის” შესანარჩუნებლად [ვიდეო]
ზუგდიდის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი "ოდიში" დაშლის ზღვარზეა. კლუბი ერთ-ერთია ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ექვსი გუნდიდან,
ფოტოხელოვანი, რომელიც საკუთარი ნამუშევრებით ტურისტებს სამეგრელოს აცნობს [ვიდეო]
სამეგრელოს ტურისტული პოტენციალი ამ დრომდე შეუსწავლელია. აქ ბევრია ვიზიტორებისთვის საინტერესო ადგილი,
განახლებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ძველი პრობლემებით [ვიდეო]
ზუგდიდში, ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღი, რომლის რეკონსტრუქციაც 2019 წლის ბოლოს დასრულდა,
ქალები აფხაზეთიდან - ხელსაქმით შეცვლილი ცხოვრება [ვიდეო]
წალენჯიხის სოფელ წყოუშში, ერთი პატარა სახლის ნაქირავებ ოთახში, აფხაზეთიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.