რეკლამა
ზაზა გაბუნია: 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, აღდგება სოფლის მხარდაჭერის პროგრამა
FaceBook Twitter
E-mail Print
ახალი ფორმულირების მიხედვით, 2019 წელს მუნიციპალიტეტები მიიღებენ 107 მილიონი ლარით მეტს, ვიდრე მათ ჰქონდათ შემოსავლის, მხარდაჭერისა და დაფინანსების სახით მიმდინარე წელს, – ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატმა ზაზა გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, დეცენტრალიზაციის რეფორმაზე საუბრისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ფისკალური დეცენტრალიზაცია.

როგორც ზაზა გაბუნიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია მოქალაქეების ჩართულობა იმ ამოცანების გადაწყვეტაში, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ყოველდღიურ ცხოვრებას.

„ამისთვის ჩვენი ინიციატივაა ევროპული ქარტიის დამატებითი ოქმი, რომლითაც საქართველო შეუერთდება კიდევ ერთ დიდ ევროპულ დოკუმენტს თვითმმართველობის საკითხებში.
მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტში, რომელსაც განვიხილავთ, გვაქვს პროგრამა, რითაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში გამარტივდება და გაძლიერდება მოქალაქეების ჩართულობა.
მინდა, გითხრათ, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აღდგება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა იმ ამოცანების სრულყოფისთვის, რომელზეც ახლა მე ვისაუბრე, იმისთვის რომ მოქალაქემ თავად გადაწყვიტოს, როგორ განვითარდეს. როგორ გახადოს უფრო უკეთესი გარემო, რომელშიც მას უწევს ცხოვრება. ეს არის 2019 წლის ბიუჯეტის ხაზგასასმელი სიახლე“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

მისი თქმით, თვითმმართველობის კომიტეტმა 2019-2022 წლებში რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში გაზიფიცირებისთვის გამოყოფილი თანხის გაზრდა მოითხოვა. როგორც გაბუნიამ აღნიშნა, კომიტეტისთვის მნიშვნელოვანია წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაცია.

„ასევე მნიშვნელოვანია მყარი ნარჩენების მართვის პროგრამის დივერსიფიკაცია. ამ მიმართულებით 2019 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ორმოცდაერთი მილიონი ლარი, რაც თითქმის ოთხჯერ აღემატება წინა წლის ბიუჯეტის მაჩვენებელს. კომიტეტისთვის ცხადია, პრინციპული საკითხია მაღალმთიანი რეგიონების განვითარების კანონის შესრულება“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, 2019 წლის ბიუჯეტში შეტანილია რეკომენდაცია სასკოლო და სკოლამდელი დაწესებულების მშენებლობისა და რეაბილიტაციისთვის დამატებითი ფინანსური უზრუნველყოფის შესახებ. როგორც ზაზა გაბუნიამ აღნიშნა, სკოლების რეაბილიტაციისთვის გათვალისწინებულია 120 მილიონი ლარი.

მან მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას, რომელმაც რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წინადადებები სრულფასოვნად გაითვალისწინა.
ზაზა გაბუნიამ ისაუბრა ასევე საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე. მისი თქმით, ხელშეკრულება გაფორმდა კონტრაქტორთან, რომლის მიხედვითაც სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე სამუშაოები განახლდება.

„ჩვენ იქ მივიღებთ მაღალი დონის კომფორტულ გზას. ამავდროულად, საერთაშორისოსთანერთად, აღდგენილი იქნება რეგიონული და მუნიციპალური მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა, ეს ნიშნავს ახალ გზებს, ახალ ხიდებს, გვირაბებს. ამ გეგმების განხორციელება ნიშნავს მეტ გაზიფიცირებულ დასახლებას, გაუმჯობესებულ წყალმომარაგებას, უკეთეს საცხოვრებელ გარემოს, მოქალაქეთა მეტ მონაწილეობას საკუთარი პრობლემების, საკუთარი საჭიროებების გადაწყვეტის პროცესში, რაც გაცილებით უფრო დიდი მნიშვნელობის საკითხია, როდესაც ვლაპარაკობთ სახელმწიფოზე და მოქალაქის როლზე“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
15:16 / 23.12.2022
"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, ადმინისტრაციულ ერთეულებში სხვადასხვა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა
ეროვნული ასოციაციის
20:36 / 16.12.2022
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის
კვებით უზრუნველყოფის პროგრამის
16:44 / 09.12.2022
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფის პროგრამის
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.