რეკლამა
GHGA-ს თხილის გადარჩენის პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს
საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია (GHGA) აქტიურად ემზადება 2019 წლის თხილის სეზონისათვის. "თხილის გადარჩენის პროგრამის" ფარგლებში მიმდინარეობს შეხვედრები თხილის წმარმოებელი რეგიონების მოსახლეობასთან.

"თხილის გადარჩენის პროგრამა" ითვალისწინებს საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის გამოცდილებისა და სერვისების გაზიარებას დამატებით 15.000 თხილის მწარმოებელი ფერმერისათვის.

თხილის მოსავლის გადარჩენის პროექტის ფარგლებში ასოციაცია მეთხილე ფერმერებს გამოცდილების გაზიარებასთან ერთად ფერმერთა ჯგუფებს უსასყიდლოდ გადასცემს მაღალე ფექტურ შესაწამლ აპარატებს, ხელს შეუწყობს შეღავათიანი პირობებით შეიძინონ სასუქი, პრეპარატები და პესტიციდები და რაც მთავარია, ზედამხედველობას გაუწევს აუცილებელი აგროღონისძიებების ხარისხიან გატარებას მთელი პერიოდის განმავლობაში.

ამ დროისათვის 10.000_ზე მეტმა ფერმერმა გამოთქვა სურვილი აქტიურად ჩაერთოს "თხილის გადარჩენის პროგრამაში" და მიიღოს პროგრამით გათვალისწინებული სერვისები.

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია აღნიშნულ პროექტს გარემოს დაცვისა და სოფილის მეურნეობის სამინისტროს, ადგილობრივი თვითმმართველობების, კომპანია "ფერერო/აგრიჯორჯიასა" (Ferrero/AgriGeorgia) და USAID-ის მხარდაჭერით ახორციელებს.