ზუგდიდში 2019 წელს გზების რეაბილიტაციას 36 მილიონი ლარი მოხმარდება
Share
ზუგდიდში წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტების განხორციელების
შედეგად დაზიანებული გზების აღდგენა იწყება.
სულ საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია
36 მილიონ ლარზე მეტი.
მოხდება ქალაქის 10 ცენტრალური ქუჩის სრული რეაბილიტაცია, მათ შორის
მოხდება სანიაღვრეების, ტროტუარების და სხვა საგზაო ინფრასტრუქტურის
კეთილმოწყობა. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება კონსტანტინე
გამსახურდიას, თამარ მეფის, თაბუკაშვილის, ჯანაშიას, ხელაიას, ზვიად
გამსახურდიას, ლაზის, ჩიქობავას, ბარამიას და ქობულეთის ქუჩებს.
სოფლებში მოხდება 16 გზის რეაბილიტაცია. ამასთან სრული რეაბილიტაცია
უტარდება რუხი-რიყე ტყაიას 10 კილომეტრიან გზას, რითაც გადაიჭრება
მრავალწლიანი პრობლემა.
გზების რეაბილიტაცია მოხდება შემდეგ სოფლებში: ჩხოუში, ზედაეწერში,
რუხში (საავადმყოფოსკენ მიმავალი გზა და ზაურ თოდუას ქუჩა),
ჭკადუაშში, გრიგოლიშში, ჭითაწყარში, ბაღმარანში, აბასთუმანში,
ნარაზენში (შამადელას დამაკავშირებელი გზა, საბეჭვაიოს უბნის გზა),
ოქტომბერში (დევნილთა ჩასახლებიდან ანაკლიის ცენტრალურ გზამდე),
ოფაჩხაფუში (ნარაზენთან დამაკავშირებელ იგზა, ახალსოფელთან
დამაკავშირებელი გზა).