საჭადრო სკოლის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი აქტიურად მიმდინარეობს
Share
საჭადრაკო სკოლის შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის მეორე ეტაპი
აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის
პირველი მოადგილე გიგა ფარულავა გაეცნო.
,,მნიშვნელოვანია, რომ მალე ზუგდიდს რეაბილიტირებული საჭადრაკო სკოლა
ექნება. უკვე დასრულებულია შენობის კონსტრუქციული ნაწილის
რეაბილიტაცია, არსებულ შენობაზე დაშენდა მეორე სართული, იგეგმება
დამატებითი საკლასო ოთახების, შეჯიბრის ჩასატარებელი დარბაზის,
ადმინისტრაციის ოთახისა და სანიტარული კვანძების მოწყობა, აგრეთვე
მოეწყობა წყალგაყვანილობა-კანალიზაციის, ელექტრომომარაგების და
გათბობა-გაგრილების ახალი სისტემა. ფასადზე, თანამედროვე კომპოზიტური
მასალებით, ახალი არქიტექტურული ფორმების მოწყობით განახლდება შენობის
გარე იერსახე. შენობა შშმ პირთათვის ადაპტირებული იქნება.
პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა
და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება და
მისი ღირებულება 904 367 ლარია”- აღნიშნა გიგა ფარულავამ.