რეკლამა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერში ახალი ხიდი გაიხსნა
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბრის მოსახლეობა დღეიდან ახალი ხიდით ისარგებლებს. ხიდის მშენებლობაზე 250 000 ლარი დაიხარჯა და ის საქველმოქმედო ფონდმა „ქართუ“ დააფინანსა, სამუშაოები კი კომპანია „ზიმომ“ განახორციელა.

ხიდის მშენებლობა 2019 წლის 25 ივნისს დაიწყო და სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა. სოფელში ხიდი 90-იანი წლების დასაწყისში, სამოქალაქო დაპირისპირების დროს დაინგრა, რის გამოც ადგილობრივ მოსახლეობას სავარგულებამდე მისასვლელი გზა არ ჰქონდა და შემოვლითი გზით უხდებოდა სარგებლობა.

ამჟამად სოფელში 3 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ახალი ხიდის გახსნას ფონდ „ქართუს“ დირექტორი ნიკოლოზ ჩხეტიანი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ირაკლი ქარსელაძე სთან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი შენგელიასთან, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მალხაზ თორიასთან ერთად დაესწრო.

სოფელ ოქტომბერში ხიდის მშენებლობა ფონდ „ქართუს“ მიერ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში განხორციელებულ პროექტებს შორის ერთ-ერთია.

სამეგრელოს რეგიონში „ქართუს“ დაფინანსებით 60 მილიონი ლარის ოდენობის სამუშაოები ხორციელდება. მხოლოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული პროექტებისთვის ფონდიდან გადარიცხულია 25 მილიონ ლარამდე.

„ განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ფონდ „ქართუს“ ამ არაჩვეულებრივი პროექტის მხარდაჭერისთვის. გარდა ამისა, ფონდის მიერ, ზუგდიდში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ფინანსდება, კერძოდ, „ქართუს“ უკვე დაფინანსებული აქვს „ნიკოსეული“ სასახლის აღდგენისთვის განხორციელებული სამუშაოები, სწორედ, ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით შენდება ზუგდიდის ახალი თეატრი, რომელშიც ფონდი 18 მილიონ ლარს ხარჯავს. ასევე, საუბარია სხვადასვხა ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაზე, რასთან დაკავშირებითაც უკვე ვაწარმოებთ მოალაპარაკებებს. დარწმუნებული ვარ, ბევრი კარგი და კეთილი საქმე გაკეთდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტში“. - აღნიშნა მოსახლეობასთან სიტყვით მიმართვისას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ.

დღეისათვის ფონდი „ქართუ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შემდეგ პროექტებს აფინანსებს:

• ზუგდიდის თეატრის მშენებლობას - 17 000 000 ლარით;

• ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძრის მშენებლობას - 1 000 000 ლარით;'

• ნარეზენის მონასტრის სარემონტო სამუშაოებს - 600 000 ლარით;

• სოფელ ძველ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოებს - 200 000 ლარით;

• სოფელ ძველ ხიბულაში ეკლესიის მშენებლობას - 1,5 მილიონი ლარით (მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები) რაც შეეხება უკვე დასრულებულ პროექტებს, ნიკო დადიანის სასახლის აღდგენითი სამუშაოები ფონდმა „ქართუ“ 2,6 მილიონი ლარით დააფინანსა, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციაში თანამონაწილეობის სახით კი 137 ათასი ლარი გაიღო.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
15:16 / 23.12.2022
"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, ადმინისტრაციულ ერთეულებში სხვადასხვა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა
ეროვნული ასოციაციის
20:36 / 16.12.2022
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის
კვებით უზრუნველყოფის პროგრამის
16:44 / 09.12.2022
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფის პროგრამის
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.