რეკლამა
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს უნიკალური ჯიშის 2 ხე შეემატა
FaceBook Twitter
E-mail Print
60 წლის წინ სოხუმის ბოტანიკური ბაღიდან ჩამოტანილი პოდოკარპუსისა და კიპარისის ჯიშის ხეები ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს შეემატა. უნიკალური ჯიშის ხეები შალვა გულუას შთამომავლებმა ბოტანიკურ ბაღს უსასყიდლოდ გადასცეს.

აღნიშნული ხეები ბოტანიკურ ბაღში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, მოადგილე კონსტანტინე კაკავასთან ერთად დაათვალიერა და ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.

,,ზუგდიდს მალე განახლებული ბოტანიკური ბაღი ექნება, რომელიც ზუგდიდელებისა და ქალაქის სტუმრებისთვის საყვარელ დასასვენებელ ადგილად და მიმზიდველ ტურისტულ ლოკაციად ჩამოყალიბდება“-აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. ბაღის მთელ პერიმეტრზე შეიცვალა ღობე, მიწისქვეშა კომუნიკაციები, სანიაღვრე და სადრენაჟო სისტემა, დასრულდა მებაღის სახლის, დამხამარე ნაგებობის, ორანჟერეას, საზოგადოებრივი საპირფარეშოს, დაცვისა და სალაროს ჯიხურების მშენებლობა. დასრულებულია ტბორების მოპირკეთება, მიმდინარეობს შიდა ბილიკების, ადმინისტრაციული შენობისა და გარე განათების მოწყობის სამუშაოები, ირგვება ახალი მცენარეები.

პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ახორციელებენ.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
15:16 / 23.12.2022
"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, ადმინისტრაციულ ერთეულებში სხვადასხვა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა
ეროვნული ასოციაციის
20:36 / 16.12.2022
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის
კვებით უზრუნველყოფის პროგრამის
16:44 / 09.12.2022
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფის პროგრამის
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.