9 ნოემბერს, რუხი მოლში, საშემოდგომო ბაზრობა 10:00 საათიდან გაიმართება
Share
საშემოდგომო ბაზრობაში სამეგრელოს რეგიონის მუნიციპალიტეტები მიიღებენ
მონაწილეობას.
ბაზრობაზე საბითუმო ფასად წარმოდგენილი იქნება სოფლის მეურნეობის
პროდუქციის სხვადასხვა სახეობა, ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი
ნივთები და ფლორისტების გამოფენა-გაყიდვა.
საშემოდგომო ბაზრობაში მონაწილეობის მსურველ მეწარმეებს რეგისტრაციის
გავლა რუხი მოლის ადმინისტრაციაში შეეძლებათ.
საშემოდგომო ბაზრობით დაინტერესულ მოქალაქეებს უფასო ტრანსპორტი
სავაჭრო ცენტრ ,,ალიანსის“ მიმდებარე ტერიტორიიდან ყოველ 15 წუთში
მოემსახურება.