გიორგი შენგელია ამბულატორიების მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნო
Share
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ სხვადასხვა
ადმინისტრაციულ
ერთეულში ამბულატორიების მშენებლობის პროცესი ადგილზე
დაათვალიერა.
აქტიურად მიმდინარეობს ამბულატორიების მშენებელობა ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ახალაბასთუმანში,
ხურჩაში, ყულიშკარში, კახათსა და ინგირში.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით ხუთი ახალი ამბულატორია შენდება.
სამშენებლო სამუშაოებისთვის რეგიონული განვითარების ფონდმა 500 000
ლარი გამოყო.
ამასთან, მიმდინარე წელს, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ცაიშის, ჩხორიასა და
აბასთუმანის ამბულატორიებს.