ზუგდიდში უკრაინის მოქალაქეს შვილის შეძენა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს
Share
უკრაინიდან ლტოლვილ მარია გორდულავას, რომელიც ომის დაწყების შემდეგ
ზუგდიდში ცხოვრობს,
შვილი შეეძინა. შვილის შეძენა უკრაინის მოქალაქეს სამეგრელო-ზემო
სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ნინო ვიბლიანმა
და ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ მიულოცეს და საჩუქრები
გადასცეს.
ვახტანგ ტარანს და მარია გორდულავას მეორე შვილი - ადელინა კლინიკა
"სენამედში" შეეძინათ. სამედიცინო დაწესებულებამ მათ უფასო
მომსახურეობა გაუწია.
უკრაინის ქალაქ ოდესიდან ლტოლვილი მარია ომის დაწყების შემდეგ უფროს
შვილთან ერთად ზუგდიდში ცხოვრობს, მეუღლე კი უკრაინაში იმყოფება.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ომის დაწყების შემდეგ ეს მეორე
უკრაინული ოჯახია, რომელსაც შვილი შეეძინა. ადელინამდე მარტვილში
მცხოვრებ წყვილს ვაჟი ეყოლა, რომელსაც ბაგრატი დაარქვეს.