რუხს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი ექნება
Share
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი რუხში ახალი,
100 ბავშვზე გათვლილი ბაგა-ბაღის მშენებლობას იწყებს.
პროექტის ღირებულება 4 მილიონამდე ლარია.
რუხის საბავშვო ბაღს აქამდე საკუთარი შენობა არ ჰქონია და სააღმზრდელო
პროცესი ნაქირავებ ფართში მიმდინარეობს.
რუხის გარდა, ახალი საბავშვო ბაღები ჭითაწყარში, დარჩელსა და
შამგონაში აშენდება.