რეკლამა
რუხს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი ექნება
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი რუხში ახალი, 100 ბავშვზე გათვლილი ბაგა-ბაღის მშენებლობას იწყებს.

პროექტის ღირებულება 4 მილიონამდე ლარია.

რუხის საბავშვო ბაღს აქამდე საკუთარი შენობა არ ჰქონია და სააღმზრდელო პროცესი ნაქირავებ ფართში მიმდინარეობს.

რუხის გარდა, ახალი საბავშვო ბაღები ჭითაწყარში, დარჩელსა და შამგონაში აშენდება.