რეკლამა
ზუგდიდი რეგიონულ ახალგაზრდულ ფორუმს მასპინძლობს
FaceBook Twitter
E-mail Print
დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, პარტნიორ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან ერთად, რეგიონულ ახალგაზრდულ ფორუმს მასპინძლობს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, მამუკა წოწერიამ, აუდიტორიასთან სიტყვით მიმართვისას აღნიშნა, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება მთელი რეგიონისთვის. აქ მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ახალგაზრდები. ახალგაზრდებს აქვთ საშუალება, ერთმანეთს გაუზიარონ მათ მუნიციპალიტეტში არსებული ახალგაზრდული პოლიტიკის საუკეთესო პრაქტიკა, ისაუბრონ გამოწვევებზე და დასახონ სამომავლო გეგმები.

ახალგაზრდული ფორუმი რამდენიმე ეტაპისგან შედგება. დაგეგმილია სხვადასხვა თემატური პანელები და სამუშაო ჯგუფები, სადაც ახალგაზრდებს შორის მოხდება გაანალიზება არსებული მდგომარეობის და რეკომენდაციების შემუშავება.

"ჩვენი ახალგაზრდები მიიღებენ რეკომენდაციებს, რომელიც აუცილებლად იქნება გათვალისწინებული მომავალში სამოქმედო გეგმაში, რათა შევქმნათ კიდევ უფრო ეფექტური მექანიზმები ჩვენი ახალგაზრდებისთვის, როგორც საზოგადოებრივ-პოლიტიკური, ასევე ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვისთვის", - აღნიშნა აუდიტორიასთან სიტყვით მიმართვისას მერმა, მამუკა წოწერიამ.

ფორუმის მიზანია ახალგაზრდული საქმიანობის პოპულარიზაცია სამეგრელოში. ფორუმის ფარგლებში შეიქმნება პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს სამეგრელოს რეგიონში ახალგაზრდებთან მომუშავე სტრუქტურებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და სექტორთშორის დიალოგს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული პროგრამებისა და ინიციატივების მხარდაჭერისთვის ორგანიზაცია, World Vision საქართველოს წარმომადგენელმა მერს მამუკა წოწერიას მადლობის სიგელი გადასცა.

ახალგაზრდულ ფორუმზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგია 2022 -2026 წარადგინა. აღნიშნული დოკუმენტი #EU4Culture პროექტის ფარგლებში შემუშავდა.

ფორუმს ესწრებიან სამეგრელო-ზემო სვანეთს სამხარეო ადმინისტრაციის, სამეგრელოს რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობების, ასევე, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგენლები და საქართველოს პარლამენტის წევრი.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
15:16 / 23.12.2022
"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, ადმინისტრაციულ ერთეულებში სხვადასხვა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა
ეროვნული ასოციაციის
20:36 / 16.12.2022
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის
კვებით უზრუნველყოფის პროგრამის
16:44 / 09.12.2022
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფის პროგრამის
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.