სხვა ამბები
2017 წლის 12 ფოტო, რომელმაც სამყარო სხვა კუთხით დაგვანახა
FaceBook Twitter
E-mail Print
2017 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების ამსახველი ფოტოებიდან, ბიბისის კულტურის განყოფილების რედაქტორმა შეარჩია 12 საუკეთესო, რომელიც მან თვეების მიხედვით გადაანაწილა.

პირველ ჩამონათვალში 2017 წლის იანვარში, ჰოლივუდში გადაღებული ფოტოა. უცნობმა პირებმა ორი ასო შეცვალეს მსოფლიოში ცნობილ ჰოლივუდის წარწერაზე, რის შედეგადაც ჩვენ მივიღეთ სიტყვა Hollyweed. Weed კი ინგლისურად ნიშნავს ბალახს, ამ შემთხვევაში მარიხუანას. როგორც ფოტოს აღწერილობაში ვკითხულობთ, ამ გზით აღინიშნა მარიხუანას ლეგალიზაცია კალიფორნიაში.

თებერვალი. ქალების თანამედროვე კუნგ-ფუს გაკვეთილი ქაბულთან ახლოს მდებარე მთაზე. შაოლინის ტრადიციულ ტანსაცმელში გამოწყობილი ქალები სრულიად განსხვავებული არიან ფოტოზე.

მუსიკა ნანგრევებში. ეს ფოტო გადაღებულია სირიის ერთ-ერთ ქალაქში 2017 წლის მარტში. ფოტზე ჩანს ალეპოს მცხოვრები 70 წლის მამაკაცი, რომელიც თავისი სახლის ნახევრად დანგრეულ საძინებელში ეწევა და უსმენს მუსიკას. ბიბისის ხელოვნების კრიტიკოსის თქმით, ეს არის მათი მდუმარე პანაშვიდი, ვისი სიცოცხლეც ომმა დაანგრია.

აპრილი. თავგანწირვის ფოტო ასევე გადაღებულია სირიის ქალაქ ალეპოში. ფოტოჟურნალისტმა აბდა ალკადერა ხაბაკამ მოისროლა კამერა და გაიქცა მძიმედ დაჭრილი ბიჭუნას დასახმარებლად.

მაისი. ბზარი, რომელსაც შეუძლია შეცვალოს მსოფლიოს რუქა. ანტარქტიდაზე ბოლო წლებში დიდი ბზარი გაჩნდა. მისი სიგრძე 177 კილომეტრია. ფოტო გადაღებულია თვითმფრინავიდან, ნასას მკვლევარის ჯონ ზონნტაგოს მიერ.

ივნისი. ადამიანი, რომელსაც სულ არ აწუხებს ტორნადო. მამაკაცი გაზონს ჭრის ტორნადოს მოახლოების ფონზე. ფოტო გადაღებულია კანადის პროვინცია ალბერტაში.

ივლისი. გორილა, რომელიც ვიდეოკადრებს უყურებს სმარტფონში. ფოტო გადაღებულია ამერიკაში, ლუისვილის ზოოპარკში. ის ლინდსი კოსტელლომ გამოაქვეყნა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე. როგორც ბიბისის მიმომხილველი წერს, ფოტომ გამოიწვია განსხვავებული ემოციები - როგორც გულისამაჩუყებელლი სისათუთე, ისე განცდა, თუ რაოდენ დიდია ზღვარი ცხოველსა და ადამიანს შორის.

აგვისტო. ქანდაკების გადმოგდების მომენტი. „თუ მართლა გინდათ ხალხის გაგება, არ ღირს შეისწავლოთ ძეგლები, რომლებიც მათ აღმართეს. უმჯოებესია ნახოთ ისინი, რომლებიც ჩამოაგდეს“, - წერს ბიბისის მიმომხილველი.

სექტემბერი. გოლფის თამაში სტიქიის ფონზე. ფოტო გადაღებულია ამერიკის შტატ ვაშინგტონში. გამოქვეყნებისთანავე ის სოციალურ ქსელს ვირუსივით მოედო ისევე, როგორც კანადელის ფოტო - გაზონის კრეჭა ტორნადოს ფონზე.

ოქტომბერი. ლონდონის აპოკალიფსური ცა. ბუნების შეუბრალებლობის კიდევ ერთი შეხსენება. სურათზეა ცა, რომელმაც მიიღო შხამიანი ნარინჯისფერი. ეს უჩვეულო ატმოსფერული ფენომენი, რომელიც ჰგავს კინოს განსაკუთრებულ ეფექტს, გამოწვეულია მტვრის პატარა ნაწილაკებით, წარმოქმნილის ურაგან ოფელიას მიერ უდაბნო საჰარაში.

ნოემბერი. ქანდაკება ტაილანდში, რომელიც ფესვებში ქრება. ფოტოზე ჩანს 700-ზე მეტი წლის უძველესი ბუდისტური ქანდაკება, რომელსაც დროთა განმავლობაში ჯუნგლები შთანთქავს. როგორც ჩანს, ბუნება ნელ-ნელა შლის მე-14 საუკუნეში მცხოვრები მოქანდაკის ნაკვალევს.

საჰაერო ბუშტი, როგორც იმედის სიმბოლო. 10 დეკემბერი, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე. ფოტოზე აღბეჭდილია ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა ამერიკისა და მექსიკის გაყოფის შედეგად დაშლილი ოჯახების გაერთიანებას. გოგო საჰაერო ბუშტით მექსიკის სასაზღვრო კედელთან დგას, ქალაქ სიუდან-ხუარესში. ბუშტის მსუბუქი ფრენა და ბავშვის გაყინული მოლოდინი სრულად ასახავს არსებულ დაძაბულობას. ფოტოზე ჩანს მარადიული იმედი, რომ ადრე თუ გვიან შეიძლება განადგურდეს საზღვრები.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
თბილისში მიმდინარე საქართველოს ჩემპიონატზე, ფოთელი ბოდიბილდერი
ქვეყნის
21:56 / 05.07.2019
თბილისში მიმდინარე საქართველოს ჩემპიონატზე, ფოთელი ბოდიბილდერი ქვეყნის






მსოფლიოში ცნობილ ბრიტანელ მზარეულ ჯეიმი ოლივერს საქართველოში
ეპატიჟებიან.
12:05 / 12.02.2019
მსოფლიოში ცნობილ ბრიტანელ მზარეულ ჯეიმი ოლივერს საქართველოში ეპატიჟებიან.






კატა, რომელიც ამერიკაში, მონტანას შტატში თოვლში ჩაფლული და გაყინული
იპოვეს, გადარჩა.
11:32 / 10.02.2019
კატა, რომელიც ამერიკაში, მონტანას შტატში თოვლში ჩაფლული და გაყინული იპოვეს, გადარჩა.






ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთ ნაწილში, რეკორდული
ყინვების გამო რამდენიმე ქალაქი პარალიზებულია.
14:22 / 31.01.2019

ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთ ნაწილში, რეკორდული ყინვების გამო რამდენიმე ქალაქი პარალიზებულია.

კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
კამპანია სამეგრელოში ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა ერთადერთი თავშესაფრის გადასარჩენად [ვიდეო]
სამეგრელოს რეგიონში, ძალადობის მსხვერპლ ქალთა და ბავშვთა ერთადერთი თავშესაფარი შესაძლოა დაიხუროს.
სპორტის სიყვარულით დაძლეული სტიგმა და ბრძოლა “ოდიშის” შესანარჩუნებლად [ვიდეო]
ზუგდიდის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი "ოდიში" დაშლის ზღვარზეა. კლუბი ერთ-ერთია ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ექვსი გუნდიდან,
ფოტოხელოვანი, რომელიც საკუთარი ნამუშევრებით ტურისტებს სამეგრელოს აცნობს [ვიდეო]
სამეგრელოს ტურისტული პოტენციალი ამ დრომდე შეუსწავლელია. აქ ბევრია ვიზიტორებისთვის საინტერესო ადგილი,
განახლებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ძველი პრობლემებით [ვიდეო]
ზუგდიდში, ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღი, რომლის რეკონსტრუქციაც 2019 წლის ბოლოს დასრულდა,
ქალები აფხაზეთიდან - ხელსაქმით შეცვლილი ცხოვრება [ვიდეო]
წალენჯიხის სოფელ წყოუშში, ერთი პატარა სახლის ნაქირავებ ოთახში, აფხაზეთიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.