სხვა ამბები
მხატვრობა გაურეცხავ ავტომობილებზე [ფოტო]
ბრიტანელი ინჟინერი ჯეიმს გიბსონი საოცარ ნამუშევრებს ქმნის გაურეცხავ ავტომობილებზე. ის მტვერზე მხატვრობას რამდენიმე საათს ანდომებს.

ავტომობილებზე ცნობილი ვარსკვლავების პორტრეტები და კინოფილმებიდან კადრები, ბრიტანეთში პირველად ქალაქ ჰარვიჩში გამოჩნდა.

„კარგია, თუ დღე მშრალია და ტენიანობა დაბალი. წინააღმდეგ შემთხვევაში მანქანები მეტად ჭუჭყიანდება. ერთი წელია რაც ამით ვარ დაკავებული და დაახლოებით რვა პორტრეტი დავხატე. დასაწყისში უბრალოდ სტრეს ვიხსნიდი და ეს ძალიან მეხმარებოდა“, - ამბობს გიბსონი.

მხატვრის სიტყვებით, მუშაობის პროცესში მუდმივად გადაადგილება გიწევს, რათა შორიდან შეხედო ნახატს. „ყველაფერი ერთმა ნაბიჯმა შეიძლება გააფუჭოს. პორტრეტების ხატვა საკმაოდ რთულია ისე, რომ ყველა დეტალი სწორად შექმნა“, - ამბობს მხატვარი.

გიბსონი თითებით ხატავს. სამუშაო პროცესში ასევე იყენებს მაკიაჟის ფუნჯებს, მუყაოს ნაგლეჯებს და კბილის ჯაგრისს.