სხვა ამბები
ფერადი ლონდონი - შუქების ფესტივალი ამჯერად ინგლისში [ფოტო]
ლონდონში ფერადი შუქების ფესტივალი ჩატარდა. დიდი ბრიტანეთის დედაქალაქის ღირშესანიშნავი ადგილები გარდაიქმნა ფერად სამყაროდ. როგორც ბიბისი წერს, საერთო ჯამში 50-ზე მეტმა ობიექტმა დროებით შეიცვალა იერსახე.

უკვე მეორე წელია რაც ფესტივალში ერთვება და დამთვალიერებელს საკუთარ შოუს „სულის სინათლეს“ სთავაზობს ხელოვანი პატრის უორნერი.


განსხვავებულია ფესტივალის მონაწილეთა ინსტალაციები. ერთ-ერთმა ხელოვანმა გადაწყვიტა ველური ბუნების დეტალები შეეტანა დიდი ქალაქის ცხოვრებაში. წარმოადგინა განათებებით შექმნილი კურდღელი, ბაყაყების, პეპლების და გარეული ცხოველების ფონზე.

ბუნების თემაზე შექმნილ კიდევ ერთ კომპოზიციას რომანტიული სახელი აქვს - ,,ეს იყო სიზმარი“.

ამ შემთხვევაში განათებული საჰაერო ბურთები მუსიკის მიხედვით ფარფატებენ ქალაქის მთავარ მოედანზე.

ე.წ. სინათლის ველი, რომელიც ფერს იცვლის დამონტაჟებულია რკინისგზის სადგურზე.

ცნობილ მოედანზე პიკადილი განთავსებულია ინსტალაცია „მოგზაურობა“.

ლონდონის ცნობილ ჩაინა-თაუნზე დამონტაჟებულია კომპოზიცია „ფლამინგოს გადაფრენა“.

მხატვარ ანნა მინაევის ინსტალაცია „ჩემი სინათლე- შენი სინათლე“ ეძღვნება სირიელ დევნილებს.

პროექტი სახელწოდებით „ქოლგები“ კი წარმოადგენს ქორეოგრაფიულ პერფორმანსს.